საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვასაქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (07-2/362; 05.06.2019) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-16
ბიუროს ნომერი 284
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-15824/19
16-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების
მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლატარიების, აზარტული და
მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ტერიტორიაზე
მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების
მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/362/9; 05.06.2019).
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო
სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი.
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადა წამყვანი კომიტეტისთვის
განსაზღვრულია 2019 წლის 17 სექტემბერი.
საკითხზე დამატებითი კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების საჭიროებიდან
გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს 30
დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge