საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/290, 13.12.2018) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-16
ბიუროს ნომერი 284
📜 ტექსტი
წერილი
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-15865/19
16-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის
შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვის საფუძველზე გთხოვთ,
კანონის პროექტის განხილვისათვის დადგენილი ვადის 30 დღით გაგრძელებას
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს კანონის პროექტებზე: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“,
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არაგვის
დაცული
ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „თრუსოს დაცული ლანდშაფტის
შექმნისა
და
მართვის
შესახებ“,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ„ (07-2/290; 13.12.2018).
დანართი: 1ფ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-15815/19
16-09-2019
საქართველოს პარლამენტის
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ კახაბერ კუჭავას
ბატონო კახაბერ,
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია კანონპროექტები:
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „თრუსოს
დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/290; 13.12.2018).
წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი არის სავალდებულო კომიტეტი, ხოლო განხილვის ვადად განსაზღვრულია 2019
წლის 19 სექტემბერი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული ვადების დაცვის და
დამატებითი კონსულტაციების გავლის მიზნით კომიტეტს ესაჭიროება დამატებითი დრო,
საკითხის სრულყოფილად დამუშავებისთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, რომ კანონპროექტის განხილვის
ვადა გაგრძელდეს 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge