საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 სექტემბრის N1946 განკარგულებით წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერებისა და საქართველოს პარლამენტისათვის მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენის შესახებ“ საკითხის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ვახტანგ გომელაურისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.09.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-15943/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 სექტემბრის N1946 განკარგულებით წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერებისა და საქართველოს პარლამენტისათვის მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენის შესახებ“ საკითხის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ვახტანგ გომელაურისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-17
ბიუროს ნომერი 285

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-15943/19 17-09-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 სექტემბრის N1946 განკარგულებით წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერებისა და საქართველოს პარლამენტისთვის მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ“ საკითხის თაობაზე (N07-2/389/9; 11.09.2019) თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 16 სექტემბერს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 183-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განიხილა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 სექტემბრის N1946 განკარგულებით „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერებისა და საქართველოს პარლამენტისთვის მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ“ წარმოდგენილი საკითხი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 8 სექტემბრის N4942-ს დადგენილებით საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის შემადგენლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას 2019 წლის 8 სექტემბრის N307 ბრძანებით ვახტანგ გომელაური დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება სამსახურის უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტს მიაჩნია, რომ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 183-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ვახტანგ გომელაურს ვადამდე შეუწყდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება ვახტანგ გომელაურისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 183-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. ვახტანგ გომელაურს ვადამდე შეუწყდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილება. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, 2019 წლის სექტემბერი. არჩილ თალაკვაძე