„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 93 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-23
ბიუროს ნომერი 288
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის
შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
09/12/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.018003) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის
შექმნის შესახებ“;
2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტის (შემდგომ – უნივერსიტეტი), როგორც ფუნდამენტური და გამოყენებითი
სამეცნიერო საგანმანათლებლო კომპლექსის, შექმნისა და ფუნქციონირების სამართლებრივ
თავისებურებათა განსაზღვრა.“;
3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია,
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, უნივერსიტეტის წესდება და სხვა
სამართლებრივი აქტები.
2. განათლებისა და მეცნიერების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა
უნივერსიტეტზე
ვრცელდება
ამ
კანონით
განსაზღვრული
თავისებურებების
გათვალისწინებით.“;
4. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. უნივერსიტეტის სამართლებრივი სტატუსი და სტრუქტურა
1. უნივერსიტეტი არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული,
საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული და ამ კანონით
დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად
ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს.
2. უნივერსიტეტის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულების,
სტრუქტურა და მისი სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი განისაზღვრება
უნივერსიტეტის წესდებით, რომელსაც უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა
საბჭოსთან (შემდგომ – საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო) და უნივერსიტეტის სამეცნიერო
საბჭოსთან (შემდგომ – სამეცნიერო საბჭო) შეთანხმებით, უნივერსიტეტის აღმასრულებელი
დირექტორის (შემდგომ – აღმასრულებელი დირექტორი) წარდგინებით ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა.
3. უნივერსიტეტი ავტორიზებულად ითვლება უნივერსიტეტის წესდებისა და სამეცნიერო
საბჭოს დებულების დამტკიცებისთანავე.“;
5. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. უნივერსიტეტის მიზნები და საქმიანობის სფეროები
1. უნივერსიტეტის მიზნებია: საქართველოში განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციის
ეფექტიანი მოდელის არსებობის უზრუნველსაყოფად თანამედროვე სამეცნიერო თეორიული
და ექსპერიმენტული ბაზის შექმნა; უმაღლესი განათლებისა და დარგთაშორისი სასწავლოკვლევითი პროგრამების განვითარება; მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების
მომზადებისა და ინოვაციური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.
2. უნივერსიტეტის საქმიანობის სფეროებია: კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების
საფუძველზე მრავალპროფილური, მრავალმეთოდური, დარგთაშორისი სამეცნიერო
კვლევების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, კვლევების შედეგების
მედიცინასა და მეცნიერების სხვა დარგებში დანერგვა, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის,
კომპიუტერული მეცნიერებისა და საინჟინრო სპეციალობებით კონკურენტუნარიანი
კადრების მომზადება და მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება.
3. უნივერსიტეტისა და სხვა საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებს შორის
ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამები ურთიერთშეთანხმების
საფუძველზე ხორციელდება.“;
6. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. უნივერსიტეტის ფუნქციები
უნივერსიტეტის ფუნქციებია:
ა) ადრონული თერაპიის მეთოდის გარშემო სამეცნიერო კვლევების განვითარების
ხელშეწყობა;
ბ) უნივერსიტეტის პროფილური მიმართულებიდან გამომდინარე ფუნდამენტური კვლევების
მიმართულებების განსაზღვრა და საერთაშორისო აღიარების მოპოვება; სტუდენტების
ხელშეწყობა პიროვნული პოტენციალის რეალიზებაში, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების
განვითარებასა და თანამედროვე მოთხოვნათა შესატყვისი კომპეტენციების მიღებაში;
გ) მკვლევართა მომზადება და მათთვის თანამედროვე სამეცნიერო-ექსპერიმენტული
კვლევების განხორციელების პირობების შექმნა;
დ) განათლებისა და მეცნიერების ხარისხის უწყვეტი ამაღლებისათვის პირობების შექმნა;
ე) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების, სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამების, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი განათლების
შემდგომი კვლევითი პროგრამების განხორციელება;
ვ) ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;
ზ) საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა და დონორ ორგანიზაციებთან
კოორდინირებული საქმიანობის წარმოება;
თ) დარგობრივი და დარგთაშორისი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და სამეცნიერო
კვლევების ახალი მიმართულებების განსაზღვრა;
ი) უცხოელ პარტნიორებთან საკონსულტაციო საქმიანობის წარმოება, სხვა საერთაშორისო
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.“;
7. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. უნივერსიტეტის მართვის ორგანოები
უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია: აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო
მრჩეველთა საბჭო და სამეცნიერო საბჭო.“;
8. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აღმასრულებელი დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის საქმიანობას და წარმოადგენს მას მესამე პირთან
ურთიერთობისას;
ბ) უნივერსიტეტის სახელით დებს გარიგებებს, ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს
აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მისი ფარგლების გარეთ;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს
ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
დ) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან და
სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს
მთავრობას;
ე) მსოფლიოს წამყვან მეცნიერთაგან შეარჩევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრობის
კანდიდატებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;
ვ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ქმნის სწავლებისა და
სამეცნიერო კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს;
ზ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს
საგანმანათლებლო პროგრამებს;
თ) განსაზღვრავს საერთაშორისო პარტნიორულ ურთიერთობებს;
ი) განიხილავს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
კ) ორგანიზებას უწევს კონფერენციებს, სემინარებს, სიმპოზიუმებსა და სხვა ღონისძიებებს;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს უნივერსიტეტის
სახსრებსა და ქონებას;
მ) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;
9. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო არის უნივერსიტეტის სწავლების და სამეცნიერო
საქმიანობის ხარისხის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც:
ა) აფასებს საგანმანათლებლო პროგრამის გარე რეფერირების და კოლეგიური
ურთიერთშეფასების (Peer Review) მოთხოვნებთან შესაბამისობას;
ბ) ითანხმებს უნივერსიტეტის წესდებას;
გ) ახორციელებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობების
პერიოდულ მონიტორინგს და მის შედეგებს კონფერენციებზე განიხილავს.“;
10. მე-9 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამეცნიერო საბჭო არის უნივერსიტეტის თვითმმართველი ორგანო. სამეცნიერო საბჭოს
შემადგენლობაში არიან პირები, რომლებსაც უკავიათ უნივერსიტეტის სამეცნიერო და
აკადემიური თანამდებობები (პროფესორები და ემერიტუს პროფესორები) და რომლებიც
უშუალოდ მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში ან წარმართავენ სამეცნიერო
კვლევებს. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ. სამეცნიერო საბჭოს
რიგგარეშე სხდომა მოიწვევა აღმასრულებელი დირექტორის მოთხოვნით.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამეცნიერო საბჭო:
ა) განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმას;
ბ) ითანხმებს უნივერსიტეტის წესდებას;
გ) ამტკიცებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას;
დ) უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესით შეარჩევს აღმასრულებელი
დირექტორის კანდიდატურას და მას თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს
პრემიერ-მინისტრს;
ე) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;
11. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის
თავისებურებანი
1. უნივერსიტეტი უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და უმაღლესი განათლების
შემდგომ კვლევით პროგრამებს ახორციელებს დამოუკიდებლად, საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიერ შესაბამის
სფეროში დადგენილ სტანდარტებზე დაბალი.
2. უნივერსიტეტის შეიმუშავებს აკადემიური ხარისხის მქონე პირთა (სამეცნიერო პერსონალი,
პოსტდოქტორანტები, ასოცირებული თანამშრომლები და სხვა პირები) ვადიანი შრომითი
ხელშეკრულებების საფუძველზე აყვანის წესს.
3. პროფესორის არჩევის წესი, აკადემიური ხარისხის მინიჭების, სასწავლო კრედიტების
აღიარებისა და უნივერსიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციულსტრუქტურული საკითხები განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით.
4. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო აღმასრულებელი დირექტორის წარდგენის საფუძველზე
აფასებს
საგანმანათლებლო
პროგრამის
გარე
რეფერირების
და
კოლეგიური
ურთიერთშეფასების (Peer Review) მოთხოვნებთან შესაბამისობას. საერთაშორისო მრჩეველთა
საბჭოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში მას ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორი, რის
შემდეგაც საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულად ითვლება.
5.
უნივერსიტეტის
მიერ
განხორციელებული
საგანმანათლებლო
პროგრამები
აკრედიტაციიდან 10 წლის ვადაში საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტოების მიერ უნდა
იქნეს აღიარებული.
6. უნივერსიტეტს უფლება აქვს, დააწესოს უნივერსიტეტში მისაღები დამატებითი
მოთხოვნები
პროფილური
მიმართულებით
დოქტორანტებისათვის,
აგრეთვე
აბიტურიენტებისთვის, მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებისათვის.
7. უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი
(დიპლომი) გაიცემა იმ პირებზე, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით სრულად გაიარეს უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული შესაბამისი
საგანმანათლებლო პროგრამები.
8. უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი
(დიპლომი) აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.“;
12. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. უნივერსიტეტის ქონება
უნივერსიტეტის დაფუძნებისას სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით გადასცემს შესაბამის ქონებას.“;
13. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. უნივერსიტეტის დაფინანსება
1. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;
გ) გრანტები;
დ) შემოწირულებები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად
ხმარდება უნივერსიტეტის მიზნების განხორციელებას და მისი ფუნქციების შესრულებას.“;
14. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი
1. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
2. აღმასრულებელი დირექტორი წელიწადში ერთხელ საქართველოს მთავრობას წარუდგენს
ანგარიშს უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე.“;
15. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. უნივერსიტეტის საქმიანობის შეწყვეტის და მისი ლიკვიდაციის წესი
უნივერსიტეტის საქმიანობის შეწყვეტა და მისი ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელება იცვლება და განისაზღვრება როგორც
სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა განპირობებულია სსიპ - ტექნოლოგიური
ინსტიტუტის დასახელების შეცვლით, რომლის თანახმად, აღნიშნულ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებას ეწოდება სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
საჭიროა შესაბამისი ცვლილებები შეტანილ იქნას აღნიშნულ კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სსიპ - ტექნოლოგიური
ინსტიტუტს შეეცვლება სახელწოდება და განისაზღვრება როგორც სსიპ - ქუთაისის
საერთაშორისო უნივერსიტეტი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი კანონის მთელ ტექსტში ითვალისწინებს სსიპ - ტექნოლოგიური
ინსტიტუტისთვის სახელის ცვლილებას და ჩამოყალიბებას, როგორც სსიპ - ქუთაისის
საერთაშორისო უნივერსიტეტი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს
(ფულად შენატანს).
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს..
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.