„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-23
ბიუროს ნომერი 288
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონს
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N30, 27.07.2006, მუხ. 235) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ფსიქიატრიული დაწესებულება – შესაბამისი უფლების მქონე
სამედიცინო დაწესებულება ან სამედიცინო დაწესებულების განყოფილება,
რომლის საქმიანობის მიზანია პირისათვის ფსიქიატრიული ან/და
ფსიქოსოციალური დახმარების გაწევა.
ბ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“, „ს“ და „ტ“
ქვეპუნქტები:
„რ) ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება (სერვისი) ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის მომსახურების მიწოდება
საცხოვრებელ ადგილთან ახლოს, რომელიც უზრუნველყოფს სერვისის
მიმღებს შესაბამისი ზრუნვით; მისი მიზანია პირის ფსიქიკური
ჯანმრთელობის მხარდაჭერა, სოციალურ ადაპტაციის, საზოგადოებაში
ინტეგრაციისა
და
დამოუკიდებელი
ცხოვრების
უნარების
შენარჩუნება/განვითარების ხელშეწყობა.“;
„ს) შეფასების ინსტრუმენტი - ფსიქიატრიულ დაწესებულებებში/
ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისებში პაციენტის/სერვისის
მიმღების უფლებების, მომსახურების ხარისხისა და პირობების შეფასების
სტანდარტიზებული კითხვარი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით;“
„ტ) ფსიქოსოციალური დახმარება - ღონისძიებების
კომპლექსი,
რომლის მიზანია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის ფსიქოსოციალური
მხარდაჭერა,
სოციალური
კონტაქტების
და
შრომითი
უნარების
შენარჩუნება/განვითარება და საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდაჭერა.“
2.
კანონის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. პაციენტის შეზღუდვის გამოყენება
1. სტაციონარში მყოფი პაციენტის ქცევის კონტროლის მიზნით,
შესაძლებელია მის მიმართ ფიზიკური ან/და ქიმიური შეზღუდვის
მეთოდების გამოყენება. ეს მეთოდები წარმოადგენს უკიდურეს ზომას,
როდესაც არსებობს პაციენტის მიერ საკუთარი თავის ან გარშემომყოფთა
დაზიანების გარდაუვალი საფრთხე და მისი თავიდან აცილება სიტყვიერი
დამშვიდებით ან მედიკამენტური მკურნალობით შეუძლებელია. შეზღუდვის
საშუალებები უსაფრთხოების ზომებია და მათ თერაპიული მიზანი არ აქვს.
2. შეზღუდვის მეთოდებია:
ა) ფიზიკური/მანუალური შეზღუდვა (შებოჭვა) - პაციენტის შეზღუდვა
მანუალური კონტროლის საშუალებით, ფიზიკური ძალის გამოყენებით;
ბ) მექანიკური შეზღუდვა - პაციენტის
შეზღუდვის ინსტრუმენტების გამოყენება;
იმობილიზაციისთვის
გ) იზოლირება - პაციენტის იძულებითი მოთავსება განმარტოვებით
სპეციალიზებულ ოთახში.
დ) ქიმიური შეზღუდვა წარმოადგენს პაციენტისათვის მედიკამენტის
მიცემას იძულებით ქვევის კონტროლის უზრუნველსაყოფად.
3.
შეზღუდვის მეთოდის შერჩევისას, უპირატესობა უნდა მიენიჭოს
ნაკლებად შემზღუდველ მექანიზმს. ამ პროცესში მხედველობაში მიიღება
პაციენტის აზრი, წინასწარ გამოხატოს უპირატესობა რომელიმე მეთოდის
მიმართ და გაზიარებულ იქნას წინა გამოცდილება. შეზღუდვის მეთოდის
გამოყენება პროპორციული უნდა იყოს პაციენტის მხრიდან შესაძლო
საფრთხის.
4.
შესაძლებელია შეზღუდვის რამდენიმე მეთოდის ერთობლივად
გამოიყენება შეზღუდვის ხანგრძლივობის შემცირების ან პაციენტის ან/და
გარშემომყოფების სერიოზული ზიანის თავიდან აცილების მიზნით.
5. შეზღუდვის მეთოდის გამოყენება უნდა მოხდეს ხანმოკლე
პერიოდით. შეზღუდვის ყველა მეთოდების გამოყენება წყდება ამ მუხლის
პირველი პუნქტით განსაზღვრული საფრთხის ამოწურვისთანავე.
11. აკრძალულია პაციენტის დასჯის ან დაშინების მიზნით შეზღუდვის
ნებისმიერი მეთოდის გამოყენება.
12. შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესი და პროცედურები
განისაზღვრება ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.“;“
3.
მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება
ტარდება, როდესაც პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია
გაცნობიერებული
გადაწყვეტილების
მიღების
უნარი,
მისთვის
ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების
გარეშე და თუ დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის
სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან თუ პაციენტმა საკუთარი მოქმედებით
შეიძლება მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.“.
4.
კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი შემდეგი
რედაქციით:
„მუხლი 201. ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურებები (სერვისები)
1.
სახელმწიფო უზრუნველყოფს ფსიქიკური აშლილობის მქონე
პირისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების (სერვისის)
მიწოდებას.
2. ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურებები (სერვისებია):
ა) ფსიქიატრიული ამბულატორიული სამსახური;
ბ) ფსიქიკური ჯანმრთელობის მობილური გუნდი;
გ) ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისული ინტერვენციის(ა)
სამსახური;
დ) სათემო ფსიქიატრიული სარეაბილიტაციო დღის ცენტრი;
ე) ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ხანგრძლივი მოვლის
დაწესებულება.
3.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისებია აგრეთვე
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სხვა მხარდამჭერი სერვისი/სერვისები,
რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონით დადგენილ პრინციპებს.“
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII1 თავი:
„თავი
VII1
ფსიქიატრიული
დახმარების
სფეროში
პაციენტის/მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის და მომსახურების
ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებები
მუხლი 261 ფსიქიატრიული დახმარების სფეროში პაციენტთა
უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის შეფასების უზრუნველყოფა
1. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა უფლებების დაცვისა
და მომსახურების ხარისხის შეფასებას უზრუნველყოფს საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო, შეფასების ინსტრუმენტის საშუალებით.
2. პაციენტთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის
შეფასება ხორციელდება ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და ფსიქიკური
ჯანმრთელობის სათემო მომსახურებებში (სერვისებში) მონიტორინგის
ფოემით.
3. დაწესებულებების მონიტორინგი გულისხმობს ამ დაწესებულებებში
მონიტორინგის ჯგუფის შესვლას და მასში არსებული მდგომარეობის
ადგილზე შემოწმებას კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.
4. მონიტორინგის ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს სისტემის
განვითარებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების თაობაზე, რომელიც
დაფუძნებულია მონიტორინგის მონაცემების, არსებული პრაქტიკისა და
საერთაშორისო გამოცდილების სისტემური ანალიზზე.
5. მონიტორინგის/შეფასების განხორციელებისას ფსიქიატრიული
დაწესებულების
ადმინისტრაცია
ვალდებულია
ხელი
შეუწყოს
მონიტორინგის/შეფასების პროცესს.
6. ფსიქიატრიული დახმარების სფეროში პაციენტთა უფლებების
დაცვის და მომსახურების ხარისხის შეფასების მიზნით განსაზღვრული
მონიტორინგის
ჯგუფის
შემადგენლობა,
ამ
დაწესებულებათა
მონიტორინგის/შეფასების წესი და პირობები დგინდება საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 262 სისტემის განვითარებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების
განხორციელება
1. მონიტორინგის ჯგუფი ყოველწლიურ ანგარიშს და რეკომენდაციებს
წარუდგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს.
2.
მონიტორინგის
ჯგუფი
კანონმდებლობით
დადგენილი
პერიოდულობით
უზურნველყოფს
საინფორმაციო
შეხვედრებს
ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებლებთან, ფსიქიატრიული დარგის
მუშაკებთან, პაციენტთა და მშობელთა ჯგუფებთან და არასამთავრობო
ორგანიზაციებთან.
3. მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშები საჯაროა.“
6. კანონს დაემატოს 282 მუხლი
„მუხლი
282.
ფსიქიატრიული
დახმარების
სფეროში
პაციენტის/მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის და მომსახურების
ხარისხის შეფასების უზრუნველყოფისთვის
განსახორციელებელი
ღონისძიებები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2020 წლის 1 იანვრამდე
უზრუნველყოს
ფსიქიატრიული
დახმარების
სფეროში
პაციენტთა
უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის შეფასების მიზნით,
მონიტორინგის ჯგუფის მიერ ამ დაწესებულებათა მონიტორინგის/შეფასების
წესის, პირობებისა და შეფასების სტანდარტიზებული კითხვარის დადგენა.“
მუხლი 2. კანონის ამოქმედება
1.
ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-3
პუნქტებისა ამოქმედეს გამოქვეყნებისთანავე.
2.
ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები
ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი
2019 წლის … ………..
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრომლება, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტის შემუშავება განაპირობა ფსიქიატრიული დახმარების
სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის
უზრუნველყოფის მარეგულირებელი დებულებების სრულყოფის აუცილებლობამ
მოქმედ კანონმდებლობაში. აგრეთვე ფ/ჯ დაწესებულებათა მონიტორინგისათვის
არასრულყოფილი სამართლებრივი მექანიზმების არსებობამ.
ფსიქიატრიული
დახმარების
მიმდინარე
რეფორმის
პირობებში
განხორციელდა
მოძველებული ფსიქიატრიული კლინიკების ჩანაცვლება
თანამედროვე ფსიქიატრიული სტაციონარებით ან მრავალპროფილიან კლინიკებში
გაიხსნა შესაბამისი ფსიქიატრიული განყოფილება; სადღეისოდ მუშაობა
მიმდინარეობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთათვის ახალი
სერვისების მიწოდების კუთხით, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი მომსახურების,
როგორებიც არის:
ფსიქიატრიული ამბულატორიული სამსახური, ფსიქიკური
ჯანმრთელობის მობილური გუნდები, ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისული
ინტერვენციის(ა) სამსახური, სათემო ფსიქიატრიული სა რეაბილიტაციო დღის
ცენტრი. ამასთან, მალე ქვეყანას ექნება ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა
საცხოვრისებიც.
ბუნებრივია, ამ პირობებში, უნმიშვნელოვანესი საკითხია ამ სერვისების
ლეგიტიმაცია და ამ სერვისების მონიტორინგის სამართლებრივი ინსტრუმენტის
დანერგვა, რაც გახლავთ ერთგვარი პრევენციული მექანიზმი, რათა რამოდენიმე
წლის შემდეგ არ წარმოიშვას იგივე პრობლემები, რაც მუდმივად ახასიათებდა ამ
სფეროს, როგორც სამედიცინო ხარისხის, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევის
თვალსაზრისით.
შემოთავაზებული ცვლილებებით, კერძოდ, ახალი სერვისებისა და
მონიტორინგის
მექანიზმის
დანერგვით,
ეტაპობრივად
დაიძლევა
პაციენტის/სერვისის მიმღების უფლებების დაცვას არსებული გამოწვევები, ხოლო
მონიტორინგის ეფექტიანი სისტემა სამომავლოდ უზრუნველყოფს მომსახურების
ხარისხის ეფექტიან შეფასებას და ხელს შეუწყობს მის გაუმჯობესებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
კომიტეტის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის მიღების აუცილებლობა
განპირობებულია იმით, რომ ფ/ჯ სისტემის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში
უმნიშვნელოვანესი ეტაპია ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების
განვითარება; ამასთან, ცნობილია ისიც, რომ ამ მომსახურებით სერვისის მიმღებთა
საკმაოდ მოწყვლადი კონტიგენტი სარგებლობს. სწორედ ამიტომ, ფსიქიკური
ჯანმრთელობის სათემო სერვისების განვითარებისთვის ერთი მხრივ, საჭიროა
შესაბამისი კანონმდებლობით გაიწეროს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის
მნიშვნელოვანი კომპონენტი - ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისები და
მეორე მხრივ, დადგინდეს ამ სერვისებისა და მთლიანად ფ/ჯ დაწესებულებათა
მონიტორინგის თანამედროვე, მსოფლიოში აღიარებული და აპრობირებული
მონიტორინგის მექანიზმი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის
მიღების
შემდგომ,
ქვეყანას
ექნება
ფსიქიკური
ჯანმრთელობის სათემო სერვისების განვითარების კანონით დადგენილი მოთხოვნა;
ამასთან, დადგინდება ამ სფეროს მონიტორინგის მექანიზმი, რომელის საფუძველია
ჯანმრთელობის
მსოფლიო
ორგანიზაციის
სპეციალური
მონიტორინგის
ინსტრუმენტი (WHO QualityRights Tool Kit). იგი განკუთვნილია დაბალი, საშუალო
და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისათვის და შეიძლება გამოყენებულ იქნას
სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მიერ, მათ შორის სახელმწიფო
სტრუქტურების,
სპეციალური
შეფასების
კომიტეტების,
არასამთავრობო
ორგანიზაციების,
ადამიანის
უფლებათა
ეროვნული
ინსტიტუტების,
ჯანმრთელობის ეროვნული ან ფსიქიკური ჯანმრთელობის კომისიების, ჯანდაცვის
მომსახურების აკრედიტაციის ორგანოების, საერთაშორისო ხელშეკრულებებით
დადგენილი ეროვნული მექანიზმების მიერ, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ ფ/ჯ
სფეროში ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის
გაუმჯობესებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
ხელშეწყობის მიზნით.
წარმოდგენილი კანონპროექტი კი აკანონებს ამგვარი ინსტრუმენტის
გამოყენებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოგდენილი კანონპროექტით „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-4 მუხლს დეფინიციების სახით ემატება „რ“ „ს“ და „ტ“
ქვეპუნქტები: „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება (სერვისი)“ და
„შეფასების ინსტრუმენტი“ და „ფსიქოსოციალური დახმარება“.
სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაცია მოიცავდა კანონის მე-16
მუხლის რედაქციის დაზუსტებას, კერძოდ კანონი არ იცნობს პაციენტის
შეზღუდვის ქიმიურ მეთოდს (რაც გამოყენებული პრაქტიკაში) და ასევე
შეზღუდვის სხვა ფორმებსაც.
შემოთავაზებული ცვლილებით მე-16 მუხლი ყალიბდება ახალი
რედაქციით, რომლის თანახმად სტაციონარში მყოფი პაციენტის ქცევის
კონტროლის მიზნით, შესაძლებელია მის მიმართ ფიზიკური ან/და ქიმიური
შეზღუდვის მეთოდების გამოყენება. ეს მეთოდები წარმოადგენს უკიდურეს
ზომას,
როდესაც არსებობს პაციენტის მიერ საკუთარი თავის ან
გარშემომყოფთა დაზიანების გარდაუვალი საფრთხე და მისი თავიდან
აცილება სიტყვიერი დამშვიდებით ან მედიკამენტური მკურნალობით
შეუძლებელია. შეზღუდვის საშუალებები უსაფრთხოების ზომებია და მათ
თერაპიული მიზანი არ აქვს.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს შეზღუდვის კონკრეტულ
ფორმებსა და მისი გამოყენების ზოგად პრინციპებს.
კანონს ემატება 201 მუხლი, რომლის თანახმად განისაზღვრება სათემო
ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ჩამონათვალი; კერძოდ, სათემო ფსიქიკური
ჯანმრთელობის სათემო სერვისებია: ა) ფსიქიატრიული ამბულატორიული
სამსახური; ბ) ფსიქიკური ჯანმრთელობის მობილური გუნდი; გ) ფსიქიკური
ჯანმრთელობის
კრიზისული
ინტერვენციის(ა)
სამსახური;
დ)სათემო
ფსიქიატრიული რეაბილიტაციური დღის ცენტრი; ე) ფსიქიკური აშლილობის
მქონე პირთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულება.
კანონპროექტის თანახმად, მოქმედ კანონს ემატება 261 და 262 მუხლები,
რომელთა თანახმად, ფ/ჯ სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვის და მომსახურების
ხარისხის შეფასების მიზნით, სქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მონიტორინგის ჯგუფის (მოქმედ კანონს ემატება თავი VII1) საშუალებით
კანონპროექტის 262 მუხლით განსაზღვრულ
ფარგლებში. მონიტორინგი ეფუძნება შეფასების ინსტრუმენტს, რომელიც
დანერგილი და აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში; იგი
წარმოადგენს სტანდარტიზირებულ კითხვარის და დამტკიცებულია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით;
ახორციელებს მონიტორინგს,
პროექტის 262 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს მონიტორინგის ჯგუფის
ანგარიშები საჯაროობას.
კანონპროექტს გარდამავალ ნორმად ემატება 282 მუხლი, რაც მოიცავს
განსახორციელებელი ღონისძიებების ვალდებულბას და ვადებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან
მიმართებით (კანონის პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის
მიერ);
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება
როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონპროექტის მიღების შემდგომ, ქვეყანაში
იმოქმედებს ფ/ჯ დაწესებულებათა მონიტორინგის მექანიზმი, რომელის საფუძველია
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური ინსტრუმენტი (WHO
QualityRights Tool Kit). საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,
საერთაშორისო
და
ადგილიობრივი
ექსპეტრების,
პროფესიული
თემის
გადაწყვეტილებითა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური
მხარდაჭერით (პროექტი - „ფსიქიკური აშლილობების და ფსიქო-სოციალური
ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების მხარდაჭერა
საქართველოში“.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, თანა-დაფინანსებულია ფონდის
„ღია საზოგადოება - საქართველოსა“ და განხორციელებულია ფონდი „გლობალური
ინიციატივა ფსიქიატრიაში GIP - თბილისის“ მიერ), პილოტურ რეჟიმში,
განხორციელდა ფ/ჯ სფეროს 11 დაწესებულების მონიტორინგი სპეციალურად
ტრენირებული 11 მონიტორის მიერ; შეძენილი გამოცდილების საფუძველზე,
გონივრულად ჩაითვალა ახალი ინსტრუმენტის გამოყენების განხორციელება 2020
წლის 1 იანვრიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას)
კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის მე-20 მუხლი ადგენს ფსიქიკური
ჯანმრთელობის სათემო მომსახურებებს (სერვისებს), იგი არ იწვევს ფულადი
სახსრების გამოყოფას სახელმწიფო, ადგილობრივი და ა/რ რესპუბლიკური
ბიუჯეტიდან. ვინაიდან ეს სერვისები ქვეყანაში უკვე არსებობს და
ფუნქციონირებს.
შემოთავაზებული
ცვლილებებით
„ფსიქიატრიული
დახმარების შესახებ“ სპეციალურ კანონში ჩნდება მათი მხოლოდ
სამართლებრივი ლეგიტიმაცია. მაგალითად, ქვეყანაში უკვე არსებობს
ჯანმრთელობის
12
მობილური
გუნდი,
ფსიქიკური
ფსიქიკური
ჯანმრთელობის კრიზისული ინტერვენციის 4 სამსახური და სათემო
ფსიქიატრიული რეაბილიტაციური დღის 3 ცენტრი; ხარჯები დღესაც
ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ კი საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან, პროგრამა - ფსიქიკური
ჯანმრთელობა (27 03 03 01 სულ - 24,000.0 მლნ ლარის ფარგლებში).
რაც
შეეხება
ფსიქიკური
აშლილობის
მქონე
პირთა
დაწესებულებას;
ექსპერტთა
მიერ
გახანგრძლივებული
მოვლის
შემუშავებულია ამგვარი დაწესებულების ორი სტანდარტი, რომლის
თანახმად, ამ სერვისის 2 სახე განვითარდება (მასში განთავსებულ პირთა
რაოდენობის მიხედვით) 24 და 6 პირზე გათვლილი. დესდღეობით არსებობს
5 ამგვარი (6 პირზე) ზრუნვის სახლი, რომელთა ხარჯები ფინანსდება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან (პროგრამა სოციალური რეაბილიტაცია
და ბავშვზე ზრუნვა 27 02 03; სულ - 35,890.0 ლარი). გახანგრძლივებული
მოვლის დაწესებულების (24 პირზე) წლიური ხარჯი ზემოხსენებული
სტანდარტის გათვლის მიხედვით არის 312,400 ლარის ფარგლებში, თუმცა
დღეის მდგომარეობით არ არის გადაწყვეტილება მიღებული, შემდგომში
რომელი სიდიდის სერვისის განვითარებას და რა რაოდენობით აირჩევს
ქვეყანა უახლოეს მომავალში (მიმდინარეობს საკითხზე მსჯელობა
საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით) შესაბამისად, ეს ხარჯებიც ამ
გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე
პროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მე-20 მუხლი ადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის
სათემო მომსახურებებს (სერვისებს), იგი არ იწვევს გავლენას ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან ეს სერვისები ქვეყანაში უკვე არსებობს და
ფუნქციონირებს.
შემოთავაზებული
ცვლილებებით
„ფსიქიატრიული
დახმარების შესახებ“ სპეციალურ კანონში ჩნდება მათი მხოლოდ
სამართლებრივი ლეგიტიმაცია. ეს ხარჯები დღესაც ფინანსდება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან, კერძოდ კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
ასიგნებებიდან, პროგრამა - ფსიქიკური ჯანმრთელობა (27 03 03 01 სულ 24,000.0 მლნ ლარის ფარგლებში).
დღეს ქვეყანაში ფაქტობრივად არსებობს ფსიქიკური აშლილობის მქონე
პირთა გახანგრძლივებული მოვლის საოჯახო ტიპის 5 დაწესებულება, თითო
6 პირზე.
ხარჯები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან
(პროგრამა სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა; 27 02 03; სულ 35,890.0 ლარი). სამომავლოდ შესაძლებელია განვითარდეს ფსიქიკური
აშლილობის მქონე პირთა გახანგრძლივებული მოვლის დაწესებულებები 24
პირზე; ექსპერტთა მიერ დათვლილი ხარჯი სტანდარტის მიხედვით შეადგენს
312,400 ლარს. თუმცა დღეის მდგომარეობით, არ არის გადაწყვეტილება
მიღებული, შემდგომში რა რაოდენობით ამგვარი სერვისის განვითარებას
აირჩევს ქვეყანა უახლოეს მომავალში. შესაბამისად, ეს ხარჯებიც ამ
გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით
არ ითვალისწინებს ახალი ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა
სამომავლოდ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა გახანგრძლივებული მოვლის
დაწესებულებების (24 პირზე) განვითარება პრდაპირ გავლენას ვერ იქონიებს ამ
პირებზე, ვინაიდან დღეს მათი მომსახურება ისეც ფინანსდება სტაციონარის
პირობებში; ამგვარი სერვისის განვითარება გამოიწვევს არა ფინანსურ ზეგავლენას,
არამედ მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას; მათ ცხოვრება მოუწევთ
მცირე ზომის დაწესებულებაში, დიდი ინსტიტუციიის ნაცვლად, სადაც უფრო მეტად
იქნაბა დაცული მათი ზრუნვისა და აღდგენის პირობა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
ასეთი არ არსეობს
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონის პროექტი არ ეწინააჭმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრს სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან
ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული პროექტის მომზადებაში მონაწილობა მიიღო ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებულმა სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოში წარმოდგენილმა ექსპერტებმა.
ნინო მახაშვილი - ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში GIP თბილისი“, დირექტორი;
2. ეკა ჭყონია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და
ნარკოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ფსიქიატრთა
საზოგადოების ხელ-ლი;
3. მანანა შარაშიძე - ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია (GAMH);
4. გრეჰემ თორნიკროფტი - პროფესორი, სათემო ფსიქიატრიის პროფესორი,
ლონდონის სამეფო კოლეჯის ფსიქიატრიის ინსტიტუტის ჯანდაცვის
სერვისების და მოსახლეობის კვლევის დეპარტამენტი (დიდი ბრიტანეთი)
5. ნორბერტ სკოკაუსკას - პროფესორი, ბავშვთა და ახალგაზრდობის
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ბავშვთა კეთილდღეობის რეგიონალური
ცენტრი, ჯანდაცვის მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტი (ნორვეგია)
6. ნანა ზავრადაშვილი - ილიას სახელმწიფო უნუვერსიტეტის სოციალური
ფსიქიატრიის კათედრა, ადამიანის უფლებები ჯანდაცვაში;
7. მანანა ელიაშვილი - შპს "რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი"
8. ირმა ხაბაზი -„ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო“ ;
9. გიორგი გელეიშვილი - თსსუ ფსიქიატრიის კათედრა
10. მაია შიშნიაშვილი - ორგანიზაცია „ხელი-ხელს“
11. ქეთევან აბდუშელიშვილი - ექიმი ფსიქიატრი, სერვისის ხელმძღვანელი
1.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
აღნიშნული პროექტის მომზადებაში მონაწილე ექსპერტების შენიშვნები
სრულად იქნა გათვალისწინებული კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა;
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია - საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე,
დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია - საქართველოს პოარლამენტის ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.