„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.09.2019
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/393/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 104 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 101 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-23
ბიუროს ნომერი 288

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ16“ და „პ17“ ქვეპუნქტები: „პ16) ამტკიცებს საქართველოს მოქალაქეების და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესს; პ17) ამტკიცებს საქართველოს მოქალაქეების და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესს;“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8914 მუხლი: „მუხლი 8914. 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე/საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების, რომლებმაც ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში/საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის საფუძველი 1. 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე/საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში/საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება ან მიიღეს მონაწილეობა და ვერ მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, უფლება აქვთ პირობით ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისად, ბაკალავრიატის/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის მომზადების/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ნუსხა, რომელთაც უფლება აქვთ პირობით ჩაირიცხონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და დაფინანსდნენ შესაბამისად სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო სახელმწიფო სასწავლო გრანტებით, განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით. 3. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის ჩარიცხვას ახორციელებს განცხადებისა და ამავე მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 4. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ მუხლით გათვალისწინებული პირობით ჩარიცხული სტუდენტი სარგებლობს სტუდენტის ყველა უფლებით და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა. პირობითი სტუდენტის სტატუსი მოქმედებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვიდან 1 წლის განმავლობაში და წყდება აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ. პირობითი სტუდენტი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს იმ შემთხვევაში თუ 2019-2020 სასწავლო წლის მანძილზე დააგროვებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრედიტების რაოდენობას.“. მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ამავე კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის მომზადება და გამოცემა. მუხლი 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი გავრცელდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 8914 მუხლით გათვალისწინებული პირების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვასთან დაკავშირებულ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ყველა სამართლებრივ ურთიერთობაზე. მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა: 2019 წლის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე დარეგისტრირებულმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა აბიტურიენტებმა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა და გამოცდებში მონაწილეობა. აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მინისტრის გადაწყვეტილება (იხ. www.mes.gov.ge/content.php?id=9293&lang=geo), რომლის თანახმადაც აბიტურიენტებმა, რომლებმაც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში სასურველ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. გარდა ამისა, აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, სახელმწიფო სტუდენტის სწავლის დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად განახორციელებს. სახელმწიფოს ეს ინიციატივა შეეხება ყველა იმ აბიტურიენტს, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და გამოხატა სურვილი, სწავლა გაეგრძელებინა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება, მიუხედავად მათი ამა თუ იმ გამოცდაზე მიღებული შედეგისა. ამასთანავე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამოსილებებში არ არის გათვალისწინებული მინისტრის მიერ სამართლებრივი აქტის გამოცემის საკანონმდებლო საფუძველი შემდეგ შემთხვევებში: (ა) საქართველოს მოქალაქეების და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20 13 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის შესახებ და (ბ) საქართველოს მოქალაქეების და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის შესახებ სამართლებრივი აქტების გამოცემისათვის. ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელება საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას პირველ რიგში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, ხოლო შემდგომ სხვა სამართლებრივ აქტებში, რაც უზრუნველყოფილი იქნება 2019-2020 აკადემიური წლის დასაწყისისთვის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იქედან, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით არ არის გათვალისწინებული აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძოდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ზემოთ დასახელებული სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილება, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით შეიქმნება საკანონმდებლო საფუძველი ერთი მხრივ, 2019 წლის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე დარეგისტრირებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტების მიმართ, რომლებიც 2019 წელს დარეგისტრირებულნი იყვნენ ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო გამოცდებზე, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა და გამოცდებში მონაწილეობა, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დადგენისათვის (ნორმა ემატება გარდამავალ დებულებას), მეორე მხრივ კი კანონის იმ მუხლში, რომელშიც გაწერილია სამინისტროს უფლებამოსილებები უმაღლესი განათლების სფეროში, დაემატება უფლებამოსილება ამ ნორმაში დასახელებული პირების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის შესახებ და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის შესახებ სამართლებრივი აქტების გამოცემისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტით 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე/საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში/საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება ან მიიღეს მონაწილეობა და ვერ მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, უფლება ექნებათ პირობით ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისად, ბაკალავრიატის/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის მომზადების/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე. გარდა ამისა, კანონის მე-7 მუხლში შემოთავაზებული ცვლილების საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიენიჭება უფლება განსაზღვროს „საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს „უმაღლესი საქართველოს კანონში ცვლილებას ორი მიმართულებით: განათლების შესახებ“ ა) კანონს ემატება გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვითაც 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე/საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე მათთვის სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეძლევათ პირობით ჩარიცხვის შესაძლებლობა; ბ) კანონის ძირითად დებულებებში (მე-7 მუხლი) შემოთავაზებული ცვლილების საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიენიჭება უფლება განსაზღვროს „საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი. ამასთანავე, კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ ნორმით გათვალისწინებული პირობით ჩარიცხული სტუდენტი ისარგებლებს სტუდენტის ყველა უფლებით და დაეკისრება მისი ყველა მოვალეობა. პირობითი სტუდენტის სტატუსი იმოქმედებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვიდან 1 წლის განმავლობაში და შეწყდება აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ. პირობითი სტუდენტი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს იმ შემთხვევაში თუ 20192020 სასწავლო წლის მანძილზე დააგროვებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრედიტების რაოდენობას. კანონპროექტის გარდამავალი დებულებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალება ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ამავე კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის მომზადება და გამოცემა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულია კანონის ძალაში შესვლა მისი გამოქვეყნებისთანავე იმის გათვალისწინებით, რომ ის პრობლემები, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი, მიზანშეწონილია აღმოფხვრილ იქნას უახლოეს პერიოდში. ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებულია ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის გავრცელება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 8914 მუხლით გათვალისწინებული პირების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვასთან დაკავშირებულ ცვლილების კანონის ამოქმედებამდე არსებულ ყველა სამართლებრივ ურთიერთობაზე, ვინაიდან ეს მუხლი ეხება შესაბამისი პირების ჩარიცხვას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში, ხოლო ჩარიცხვის პროცედურები უკვე მიმდინარეობს. აღნიშნული ნორმის გარეშე ხელი შეეშლება ამ პირების ჩარიცხვას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მიზანშეწონილია კანონპროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კერძოდ, სტუდენტმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის, მათთვის სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტების მინიჭებისა და შესაბამისი ინფორმაციის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვასთან დაკავშირებული რეგულაციები (სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო საგრანტო დაფინანსების მოცულობის განსაზღვრისა და მინიჭების შესახებ სამართლებრივი აქტების ინიცირება და გამოცემა) მოითხოვს ამ პროცედურების განხორციელებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დაწყებამდე. ნიშანდობლივია, რომ მოქმედი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დაწყების კონკრეტული თარიღი, მაგრამ სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის უზრუნველმყოფ დაწესებულებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნული განაპირობებს წარმოდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება დაიწყება 2019 წელს, ხოლო გაგრძელდება შემდგომ წლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ აბიტურიენტების სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებას, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე და მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა და გამოცდებში მონაწილეობა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად გამოცდებზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობა განისაზღვრება 201 ერთეულით. შესაბამისად მიმდინარე წლის საპროგნოზო ხარჯი განისაზღვრება 226.1 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მომდევნო წელს 452.2 ათასი ლარი. რაც განხორციელდება პროგრამის „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტები და ახალგაზრდების წახალისება„ (პროგრამული კოდი 32 04 02) ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი მოახდენს გავლენას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებზე, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე და მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა და გამოცდებში მონაწილეობა, რამდენადაც აღნიშნულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ უმაღლესი განათლების დაფინანსება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ისეთი ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.