„საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 სექტემბრის N3528-Iს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-23
ბიუროს ნომერი 288
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და
უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 სექტემბრის №3528-Iს
დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის პირველი და მე-2
პუნქტების შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და
უკრაინის
ვერხოვნა
რადას
საპარლამენტო
ასამბლეის
შექმნის
თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 სექტემბრის №3528-Iს დადგენილების
მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) არჩილ თალაკვაძე (დელეგაციის ხელმძღვანელი) − ფრაქცია „ქართული
ოცნება“;“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
თბილისი,
2019 წლის -- სექტემბერი.
№---- – Iს
არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის
ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის
2018 წლის 21 სექტემბრის N3528-Iს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი:
დადგენილების პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
ცვლილება, რამაც გამოიწვია „საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის
პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნის თაობაზე“
საქართველოს
პარლამენტის
დადგენილებით
გათვალისწინებული
დელეგაციის
შემადგენლობაში ცვლილების შეტანის აუცილებლობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა:
დადგენილების
მიღების
აუცილებლობა
გამოწვეულია
„საქართველოს
პარლამენტის,
მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო
ასამბლეის შექმნის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შექმნილი
საპარლამენტო ასამბლეის შემადგენლობაში ცვილების შეტანით, რაც უნდა განხორციელდეს
საქართველოს პარლამენტის დადგენილებითვე.
ა.ბ) დადგენილების მოსალოდნელი შედეგები:
დადგენილების პროექტის მიზანია „საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის
პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნის თაობაზე“
საქართველოს
პარლამენტის
შემადგენლობის
შეცვლა
2018
წლის
საქართველოს
21
სექტემბრის
პარლამენტის
N3528-Iს
დადგენილების
თავმჯდომარის
ცვლილების
შესაბამისად.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
დადგენილების პროექტით მიზანია საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის
პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის,
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის - ირაკლი კობახიძის ჩანაცვლება
მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარით - არჩილ თალაკვაძით.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
დადგენილების პროექტი არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას ან შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმას.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
დადგენილების პროექტი ძალაში შევა მიღებისთანავე. ამასთანავე, დადგენილების პროექტი
არ ითვალისწინებს დადგენილებისათვის ან მისი ცალკეული ნორმისათვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება:
დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დადგენილების პროექტის
ინიციატორის მიერ არ არის მოთხოვნილი.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) :
ბ.ა)
დადგენილების
პროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
დადგენილებით გათვალისწინებული საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხარჯები
დაფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) დადგენილების გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
დადგენილების
პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
დადგენილების მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
არ ითვალისწინებს;
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
დადგენილების პროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი დადგენილების პროექტით არ არის დადგენილი გადასახადი,
მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი):
დადგენილების პროექტი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის შემოღებას
არ ითვალისწინებს;
გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) დადგენილების მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტი შეესაბამება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
დადგენილების
პროექტი
შეესაბამება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს;
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის
ის
სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი აქტი არ არსებობს;
დ) დადგენილების მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დადგენილების პროექტის შემუშავების
პროცესში:
ასეთი არ არსებობს;
დ.ბ) დადგენილების შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) დადგენილების პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო ქაცარავა
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო ქაცარავა