საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, კობა ლურსმანაშვილის და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/286; 19.02.2019) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-23
ბიუროს ნომერი 288
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-16176/19
19-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, კობა
ლურსმანაშვილის და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია
საქართველოს
კანონის
პროექტები:
„საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-3/286; 19.02.2019).
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი,
ხოლო სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული ვადების დაცვის
და დამატებითი კონსულტაციების გავლის მიზნით კომიტეტს ესაჭიროება
დამატებითი დრო, საკითხის სრულყოფილად დამუშავებისთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, რომ კანონპროექტის
განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge