საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, ანრი ოხანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის და გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/371; 12.06.2019) საქართველოს ორგანული კანონის პროექტების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.09.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-16210/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-23
ბიუროს ნომერი 288

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-16210/19 20-09-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, ანრი ოხანაშავილის, გურამ მაჭარაშვილის და გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო ინციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/371; 12.06.2019). კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 24 სექტემბერი. გამომდინარე იქიდან, რომ ობიექტური მიზეზების გამო კანონპროექტების დადგენილ ვადაში განხილვა ვერ ხერხდება, მოგმართავთ თხოვნით, რომ კანონპროექტების განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge