„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 90 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-23
ბიუროს ნომერი 288
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ჰ47“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ47) ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქუთაისის
საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით დაფუძნებული უმაღლესი
საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულება;“;
2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „მ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ1) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების (გარდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა) მართვის ორგანოების პირველი
არჩევნების ჩატარების წესს;“;
ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტისა) ავტორიზაციისა და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის
საფასურებს;“;
3. მე-10 მუხლის 23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„23. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებასა და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს შორის ამ კანონით გათვალისწინებულ
კომპეტენციათა გამიჯვნას.“;
4. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა, აგრეთვე სამხედრო და საზღვაო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესებით, ხოლო საჯარო
სამართლის იურიდიული პირების − სამხედრო და საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი ორგანოები.“;
5. IV2 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV2. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მუხლი 312. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
1. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით განსაზღვრულ სპეციალობებში სპეციალისტთა
მომზადება და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება.
2. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე არ ვრცელდება ამ კანონის IV და V თავების მოქმედება.“;
6. 476 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 476. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამები“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს ქუთაისის
საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე
დამტკიცებული
დოქტორანტურის
საგანმანათლებლო
პროგრამები,
მაგისტრატურის
საგანმანათლებლო პროგრამები, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები და უმაღლესი
განათლების შემდგომი კვლევითი პროგრამები.“;
7. 56-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში პირები
ირიცხებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში
ან დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით გაცემული უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი
დოკუმენტი.“;
8. 566 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 566. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამების
განხორციელება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავტორიზაციას და საგანმანათლებლო პროგრამები
აკრედიტაციას გადის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;
9. 63-ე მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ
პროგრამებზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი აკრედიტაციის წესები.“;
საგანმანათლებლო
10. 801 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრანტები მიზნობრივად ფინანსდებიან
სახელმწიფო გრანტით, რომლის ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
აუცილებლობით, რომლის თანახმადაც, შეიცვალა სსიპ - ტექნოლოგიური ინსტიტუტის დასახელება და
განისაზღვრება როგორც სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება
გამოწვეულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის
შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებით, რომლის თანახმად, სსიპ - ტექნოლოგიური
ინსტიტუტს შეეცვალა დასახელება და ეწოდა სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. აქედან
გამომდინარე, საჭირო გახდა თანმდევი ცვლილებების განხორციელება, ცალკეული კანონების
აღნიშნულ ცვლილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანიდან გამომდინარე, რომლის თანახმად იცვლება სსიპ ტექნოლოგიური ინსტიტუტის დასახელება, აუცილებელი გახდა ასევე შესაბამისი ცვლილების
მომზადება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, მოხდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის
შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“
საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. კერძოდ, სსიპ – ტექნოლოგიურ ინსტიტუტს
შეეცვალა დასახელება და ეწოდა სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულად
შენატანს).
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.