საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილ „სოციალური სახლების მოსარგებლეთათვის შეღავათიანი პირობებით გადაცემის შესახებ“ (N1-8522/19; 01.05.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშიორებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-23
ბიუროს ნომერი 288
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-16297/19
23-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „სოციალური
სახლების მოსარგებლეთათვის შეღავათიანი პირობებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-8522/19; 01.05.2019)
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა
2019 წლის 16 სექტემბერის სხდომაზე განიხილა
მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „სოციალური სახლების მოსარგებლეთათვის შეღავათიანი პირობებით
გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.
საკანონმდებლო
წინადადებით
წარმოდგენილი
კანონპროექტის
თანახმად
სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებული ხდება გამოყოს შესაბამისი
სახსრები სოციალური სახლების ასაშენებლად ან შესაძენად, რომლებსაც გარკვეული კატეგორიის
პირებს გადასცემს. ხოლო სოციალური სახლის მოსარგებლე ვალდებული იქნება
განსაზღვრულ
ვადაში შეღავათიანი პირობით გადაიხადოს მისთვის გადაცემული სახლის საფასური.
საცხოვრისის სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით 2019 წლის
12 აპრილს საქართველოს მთავრობის
N190
დადგენილებით შეიქმნა სამთავრობო კომისია
საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა
და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშეწყობის
მიზნით, რომელმაც კომპეტენციის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს უსახლკარობის დაძლევის
ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება, საერთაშორისო გამოცდილებისა და სახელმწიფოს სოციალურეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი მხარს არ უჭერს წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებას, თუმცა მიზანშეწონილად მიიჩნევს მასში დასმული საკითხების განხილვას საცხოვრისის
პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული ერთიანი მიდგომის ფარგლებში.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
აკაკი ზოიძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge