საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ა(ა)იპ „საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის“ (მიხეილ ჯიბუტი, გრიგოლ ხოფერია) მიერ წარმოდგენილ „შემფასებლობითი საქმიანობის შესახებ“ (N1-9369/19; 14.05.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-30
ბიუროს ნომერი 289
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-16399/19
23-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
ა(ა)იპ „საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის“ (მიხეილ ჯიბუტი, გრიგოლ ხოფერია) მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებაზე „შემფასებლობითი საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(№1-9369;14.05.2019)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2019 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე განიხილა ა(ა)იპ „საქართველოს
ეკონომისტთა ასოციაციის“ (მიხეილ ჯიბუტი, გრიგოლ ხოფერია) მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „შემფასებლობითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტით დგინდება საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრების ნებისმიერი ფორმით
არსებული და სამოქალაქო ბრუნვისათვის განკუთვნილი ქონების მიმართ შემფასებლობითი
საქმიანობის სამართლებრივი განსაზღვრა. რეგულირდება საქართველოს ტერიტორიაზე
საბაზრო ეკონომიკის სათანადო ქონებრივ
და ფინანსურ
ოპერაციებში
ჩართული
ქონებისათვის, დადგენილი მიზნით განხორციელებული შემფასებლობითი საქმიანობა.
აწესრიგებს მასზე ზედამხედველობას, დამოუკიდებელ სერტიფიცირებულ შემფასებელთა
რეგისტრაციის, კონტროლის, ასევე მარეგულირებელი და პროფესიული შემფასებლობითი
ორგანოების ჩამოყალიბების და უფლებამოსილებების განსაზღვრის პირობებს.
,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტის
შემუშავება ევალება
საქართველოს მთავრობას. ამასთან,
საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მიერ წარმოდგენილ იქნა პოზიცია დოკუმენტთან დაკავშირებით, სადაც
აღნიშნულია, რომ შემუშავებულია ,,საშემფასებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტი”, რომლის მიღების პროეცესშიც აქტიურად მონაწილეობდნენ:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო
დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
სამსახური, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,
საქართველოს ეროვნული ბანკი, სსიპ - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, G4G ,,მმართველობა განვითარებისთვის”, სფეროში ჩართული უცხოელი ექსპერტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ,,საშემფასებლო საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულ იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ.
შესაბამისად, კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად უარყოფილად ცნო.
ამასთან, აღინიშნა საკანონმდებლო წინადადების ავტორების ჩართულობის მნიშვნელობა
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის
პროცესში.
კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულია