საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე რევაზ ფახურიძის მიერ წარმოდგენილ (N1-10457/19; 28.05.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-30
ბიუროს ნომერი 289
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-16400/19
23-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
მოქალაქე ლევან ფახურიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით
(N1-10457/19; 28.05.2019)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2019 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე განიხილა მოქალაქე რევაზ ფახურიძის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვანი
პორტის მშენებლობის საკითხს.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის
მშენებლობის განვითარებას სააქციო საზოგადოების სახით (აქციების საქართველოს
მოქალაქეებზე გადაცემით).
უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო ინიციატივის თემა არ წარმოადგენს კანონის
რეგულირების სფეროს, ამასთან აღნიშნული პროექტი უკვე განხორციელების სტადიაშია და
პორტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტმა
უარყოფილად ცნო მოქალაქე რევაზ ფახურიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება და მიზანშეუწონლად მიიჩნია აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო
პროცედურების დაწყება.
კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge