საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დადებითი დასკვნა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (N21155; 31.12.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-30
ბიუროს ნომერი 289
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-16414/19
24-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებულ საკანონმდებლო
წინადადებაზე
(N21155; 31.12.2018)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2019 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს არქიტექტორთა
კავშირის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება.
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით ცვლილება შედის „საქართველოს
სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექს“-ში და მას
ემატება მუხლები, რომლებიც დაარეგულირებენ დამოუკიდებელი არქიტექტურული
საქმიანობის
განხორციელების
სამართლებრივ
საფუძვლებს
და
პროფესიული
სერტიფიცირების პროცესებს.
ცვლილებით შემოთავაზებული რეგულაციების მიზანია, მაღალი ესთეტიკური
ღირებულების მქონე განაშენიანების, არქიტექტურული კომპლექსებისა და შენობანაგებობ(ებ)ის
ჩამოყალიბება/შენარჩუნება და ადამიანის ჯანმრთელობისა და
სიცოცხლისათვის უსაფრთხო ქალაქთმშენებლობის უზრუნველყოფა და ამავე დროს,
არქიტექტორთა უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტია.
კომიტეტმა იმსჯელა აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებაზე და მისი ძირითადი
პრინციპები და კონკრეტული წინადადებები მისაღებად ცნო. საკითხის მნიშვნელოვნებიდან
გამომდინარე შემოთავაზებული კანონის პროექტი, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, ცნობილ იქნა მიღებულად და მხარი დაეჭირა მის
საკანონმდებლო ინიციატივად ქცევას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge