საქართველოს პარლამენტის წევრის წევრის ირინე ფრუიძის მიერ წარმოდგენილი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრის ირინე ფრუიძის, სოციალურ საკითხთა, ჯანმრთელობის და მდგრადი განვითარების კომიტეტის და ბავშვთა ქვეკომიტეტის სხდომაზე მონაწილეობის ანგარიში (პარიზი, საფრანგეთი; 13.09.2019)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-30
ბიუროს ნომერი 289
📜 ტექსტი
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-16502/19
25-09-2019
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
დელეგაციის წევრის ირინე ფრუიძის სოციალურ საკითხთა, ჯანმრთელობის და
მდგრადი განვითარების კომიტეტის და ბავშვთა ქვეკომიტეტის სხდომაში
მონაწილეობის
ანგარიში
13 სექტემბერი, 2019
პარიზი, საფრანგეთი
მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, საფრანგეთის ქალაქ პარიზში გაიმართა ევროპის
საბჭოს სოციალურ საკითხთა, ჯანმრთელობის და მდგრადი განვითარების
კომიტეტის და ბავშვთა ქვეკომიტეტის სხდომები. მე, როგორც აღნიშნული
კომიტეტის წევრმა და ქვე-კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მონაწილეობა
მივიღე კომიტეტის სხდომაში და ვუხელმძღვანელე ქვე-კომიტეტის სხდომას.
სოციალურ საკითხთა, ჯანმრთელობის და მდგრადი განვითარების კომიტეტის
სხდომაზე განვიხილეთ შემდეგი ანგარიშები და რეზოლუციები:
საზოგადოების გავლენა ეკონომიკურ პლათფორმაზე;
ადამიანის უჯრედების და ქსოვილების ტრეფიკინგთან ბრძოლა;
ორგანოების გადანერგვის „ტურიზმი“.
განვიხილეთ კომიტეტის სამუშაო პროგრამა და პრიორიტეტები, ეფექტური
მარგინალური გადასახადები დაბალ შემოსავლიანი ოჯახებისთვის, ასევე
განვიხილეთ და მოვუსმინეთ ექსპერტებს ახალგაზრდების პოლიტიკური
ჩართულობის, ბიოეთიკის, რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების რეგულირების და
სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ბავშვთა ქვე-კომიტეტის სხდომაზე ვიმსჯელეთ:
ქვე-კომიტეტის ჩართულობის შესახებ შუალედური შეფასების
კონფერენციაზე ევროპის საბჭოს სტრატეგიაში ბავშვთა უფლებების შესახებ,
რომელიც ჩატარდება 13-14 ნოემბერს, სტრასბურგში;
ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან
დაცვის თემაზე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ქვე-კომიტეტის
ჩართულობაზე.
კომიტეტის შემდეგი სხდომა, დაიგეგმა სტრასბურგში, 13-14 ნოემბერს.
საპარლამენტო დელეგაციის წევრი
ირინე ფრუიძე