საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, გოგა გულორდავას, ანრი ოხანაშვილის, სოფიო კილაძის და ვანო ზარდიაშვილის მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/244; 15.11.2018) საქართველოს კანონის პროექტების პაკეტიდან „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.09.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოგა გულორდავა, ანრი ოხანაშვილი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი
ნომერი
#2-16597/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-30
ბიუროს ნომერი 289

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-16597/19 26-09-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტში, საკანონმდებლო ინიციატივის წესით განსახილველად, წარმოდგენილა საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, გოგა გულორდავას, ანრი ოხანაშვილის, სოფიო კილაძის და ვანო ზარდიაშვილის მიერ საქართველოს კანონების პროექტები: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/244; 15.11.2018) და ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, სოფიო კილაძის, ირაკლი ბერაიას და ვანო ზარდიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/333; 01.05.2019). საკომიტეტო განხილვების მიმდინარეობისას, გამოვლინდა, რომ აქტუალურია მეორე ინიციატივით (N07-3/333; 01.05.2019) წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებები. აქედან გამომდინარე, რომ არ მოხდეს კანონების დუბლირება, აუცილებელია შეწყდეს პირველი ინიციატივით შემოთავაზებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსახორციელებელი ცვლილების განხილვები პროცედურა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირველი ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტიდან გამოთხოვილ იქნეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/244; 15.11.2018) საქართველოს კანონის პროექტი. პატივისცემით, პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე პარლამენტის წევრი დავითი მათიკაშვილი პარლამენტის წევრი ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია პარლამენტის წევრი გოგა გულორდავა