საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, კობა ლურსმანაშვილის და გოჩა ენუქიძის მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/286; 19.02.2019) საქართველოს კანონის პროექტების პაკეტიდან „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-30
ბიუროს ნომერი 289
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-16790/19
30-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტში, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილია
საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნია, კობა ლურსმანაშვილისა და გოჩა
ენუქიძის საკანონმდებლო ინიციატივა: საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-3/286; 19.02.2019)
კანონპროექტი მნიშვნელოვნად გადამუშავდა პირველი მოსმენით განსახილველად
წარდგენამდე. კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა, რომ აღარ დგას საჭიროება
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების განხორციელებისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
101-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად ვითხოვთ პირველად ინიცირებულ
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიდან გამოთხოვილ იქნას საქართველოს კანონის
პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
ზაზა გაბუნია
პარლამენტის წევრი
კობა ლურსმანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პარლამენტის წევრი
გოჩა ენუქიძე