საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-11510/19; 12.06.2019) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.09.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-16814/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-01
ბიუროს ნომერი 290

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-16814/19 30-09-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილიa საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N 1-11510/19/9 | 12-06-2019). წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილების განხორცილებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის მესამე ნაწილში. ცვლილების მიხედვით, არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ; საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ; არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დავებს სააპელაციო სასამართლო განიხილავს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საკანონმდებლო წინადადების განხილვა დაევალა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. კომიტეტის მიერ საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა არის 30.09.2019 წელი. დამატებითი კონსულტაციების გავლის აუცილებლობიდან გამომდინარე მოგმართავთ საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge