საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცედურის დაზუსტების საკითხი) (№1-11645/19; 12.06.2019) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-16991/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-02
ბიუროს ნომერი 291

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-16991/19 01-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N11645/19; 12.06.2019). აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით დაევალა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. ვინაიდან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ვადაში, დამატებითი კონსულტაციების გამართვის საჭიროებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება საკანონმდებლო წინადადების განხილვა, გთხოვთ, განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge