საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-11507/19; 12.06.2019) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-16992/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-02
ბიუროს ნომერი 291

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-16992/19 01-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (N11507/19; 12.06.2019). აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით დაევალა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. ვინაიდან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ვადაში, დამატებითი კონსულტაციების გამართვის საჭიროებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება საკანონმდებლო წინადადების განხილვა, გთხოვთ, განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge