„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-07
ბიუროს ნომერი 293
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N56, 28.12. 2005, მუხ.
433) მე-151 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობაა:
ა) ხომალდის ყოფილი მეთაურისათვის - სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი
საათების ორასმეორმოცედის 10 ლარზე ნამრავლი;
ბ) ყოფილი მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, „ან2“-ის
მეთაურისათვის - სახელმწიფო
პენსიას
დამატებული
ნაფრენი
საათების
ორასმეორმოცედის 5 ლარზე ნამრავლი:
გ) ყოფილი ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის - სახელმწიფო
დამატებული ნაფრენი საათების ორასმეორმოცედის 2 ლარზე ნამრავლი;
პენსიას
დ) ყოფილი ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, საჰაერო
ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისათვის, რომლებიც უშუალოდ
ემსახურებოდა თვითმფრინავებს - სახელმწიფო პენსიას დამატებული სამოქალაქო ავიაციაში
მუშაობის სტაჟის (წლების) 2 ლარზე ნამრავლი“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტით დგინდება სამოქალაქო ავიაციის სისტემაში ნამსახურები პირების
(რომლებიც დაფრინავდნენ სახელმწიფო კომპანიებში 2005 წლის 1 იანვრამდე) მიმართ
სამართლიანი ნამსახურობის წლების გამოთვლის მეთოდი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღება აუცილებელია იმისათვის, რათა განისაზღვროს სამოქალაქო ავიაციის
სისტემაში ნამსახურები პირების (რომლებიც დაფრინავდნენ სახელმწიფო კომპანიებში 2005
წლის 1 იანვრამდე) მიმართ სამართლიანი პირობები.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით, სამოქალაქო ავიაციის სისტემაში ნამსახურები პირების (რომლებიც
დაფრინავდნენ სახელმწიფო კომპანიებში 2005 წლის 1 იანვრამდე) ფინანსური მდგომარეობა
გაუმჯობესდება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, კანონის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტი ყალიბდება ახალი
რედაქციით და ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა იქნება:
ა) ხომალდის ყოფილი მეთაურისათვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი
საათების ორასმეორმოცედის 10 ლარზე ნამრავლი;
ბ) ყოფილი მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, „ან2“-ის მეთაურისათვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების
ორასმეორმოცედის 5 ლარზე ნამრავლი;
გ) ყოფილი ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის − სახელმწიფო პენსიას
დამატებული ნაფრენი საათების ორასმეორმოცედის 2 ლარზე ნამრავლი;
დ) ყოფილი ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, საჰაერო
ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისათვის, რომელიც უშუალოდ
ემსახურებოდა თვითმფრინავებს, − სახელმწიფო პენსიას დამატებული სამოქალაქო ავიაციაში
მუშაობის სტაჟის (წლების) 2 ლარზე ნამრავლი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან ამ პროექტით
გათვალისწინებული აუცილებელი ხარჯები გათვალისწინებული იქნება საქართველოს 2020
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს მის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
პროექტის მიღების
შემთხვევაში მისი დაფინანსების წყარო იქნება საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის
საშემოსავლო ნაწილზე:
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი
არ
იქონიებს
გავლენას
მიმდინარე
წლის
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან პროექტით გათვალისწინებული
აუცილებელი ხარჯები გათვალისწინებული იქნება 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
დაგეგმვისას.
2020 წლის
განმავლობაში
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილი გაიზრდება
დაახლოებით თვეში 7535 ლარით, რაც წელიწადში 90420 ლარს შეადგენს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით, სამოქალაქო ავიაციის სისტემაში ნამსახურები პირების (რომლებიც
დაფრინავდნენ სახელმწიფო კომპანიებში 2005 წლის 1 იანვრამდე) ფინანსური მდგომარეობა
გაუმჯობესდება, რისთვისაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხა იქნება
დაახლოებით 7535 ლარი თვეში, რაც წელიწადში 90420 ლარს შეადგენს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების
(ფულადი შენატანის) შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის
შემთხვევაში,ევროკავშირის
ის
სამართლებრივი
აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების
დადებული საქართველოს
შესახებ
შეთანხმებიდან“
ან
ევროკავშირთან
სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ვეტერან და მოქმედ მფრინავთა პროფესიული
კავშირი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი