საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-07
ბიუროს ნომერი 293
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი
1.
საქართველოს
ორგანულ
კანონის
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსი“
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) 64-ე
მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი
– სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, რეორგანიზაციის გზით, მიუერთდეს
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს
დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანგებო სიტუაციების
კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული რეორგანიზაციის პროცესი
დასრულდეს არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა. რეორგანიზაციის პროცესის
დასრულებად ჩაითვალოს სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და
გადაუდებელი დახმარების ცენტრის მარეგულირებელ აქტში ან/და საშტატო ნუსხაში
განხორციელებული ცვლილებების კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში
შესვლით.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული რეორგანიზაციის პროცესის
დასრულებამდე, ქ თბილისის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო სერვისების
მიწოდება
გაგრძელდეს
(უზრუნველყოფილ
იქნეს)
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით
განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
4. სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების
ცენტრი განისაზღვროს სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის
უფლებამონაცვლედ ყველა სახის ურთიერთობებში.
5. სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების
ცენტრს მიეცეს უფლება, გარდამავალ პერიოდში (2020 წლის 1 იანვრამდე),
კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ქვეყნის
მასშტაბით შეუფერხებლად განხორციელებისა და პროცესების უწყვეტობის
უზრუნველსაყოფად, საჭიროების შემთხვევაში, სსიპ – საგანგებო სიტუაციების
კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შესაბამის თანამდებობებზე
თანამშრომელთა (შტატით დასაქმებულთა და შტატგარეშე მომუშავეთა)
დანიშვნა/გადაყვანა განახორციელოს უკონკურსოდ.
6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროსთან
და
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის
მერიასთან
კოორდინაციით, არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა, უზრუნველყოს სსიპ – საგანგებო
სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შემდგომი
ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებები.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
დღესდღეობით, სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი
დახმარების ცენტრი“, „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბერის N693
დადგენილების მე-17 დანართის („სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო
ტრანსპორტირება“) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის (სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი
დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება) ფარგლებში, უზრუნველყოფს სასწრაფო
სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას ქვეყნის მასშტაბით, გარდა ქ. თბილისისა და
ოკუპირებული ტერიტორიებისა, ხოლო ქ. თბილისის მასშტაბით ანალოგიურ მომსახურებას
აწვდის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების მიწოდება ქვეყნის მასშტაბით ორი
სხვა და სხვა სამსახურის მიერ ქმნის რიგ პრობლემებს, როგორც დამდგარი საგანგებო
სიტუაციების დროს, ასევე, ყოველდღიურ რეჟიმში.
აღნიშნულის საკითხზე ყურადღება იქნა, ასევე, გამახვილებული სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის შემდგომი რეაგირების
ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში" (22.12.2017.#62/36), რომლის მიხედვით, გაცემული
რეკომენდაციაა - „თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო
სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი და ხმარების ცენტრებმა გამოავლინონ ის
ტერიტორიული ერთეულები, სადაც თბილისში მდებარე სასწრაფო სამედიცინო დახმარების
ცენტრებიდან
შესაძლებელია
მომიჯნავე/მეზობელ
ტერიტორიულ
ერთეულებთან
შედარებით უფრო სწრაფი რეაგირების განხორციელება და უწყებების შეთანხმების
საფუძველზე, ასეთი ერთეულები მიაკუთვნონ შესაბამის (თბილისი ან რეგიონების)
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს.“
ასევე, არსებობს რიგი პრობლემები, რომელებიც უკავშირდება საგანგებო
სიტუაციების დროს ინფორმაციის ორი სამსახურის სადისპეტჩეროს მიერ დამუშავებას, სსიპ
„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში“
გადაცემას და მასზე ოპერატიულად რეაგირებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ შეუერთდეს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ ,,საგანგებო
სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს“.
ზემოაღნიშნული გარემოებებისა და მიზეზების გამო, ასევე, განიხილება
სახელმწიფო/მუნიციპალური სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისების ერთიან,
ცენტრალიზებულ სისტემაში მოექცევა, რომელიც, ასევე, მოიცავს ქ. ბათუმის
მუნიციპალიტეტისა და დაბა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა
და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ მიერ მიწოდების საკითხსაც.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობა
განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის“ 64-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებად საზღვრავს ქ. თბილისის
მოსახლეობის გადაუდებელი სასწრაფო დახმარებით უზრუნველყოფას.
შესაბამისად, სასწრაფო სამედიცინო სერვისების ერთიან, ცენტრალიზებულ სისტემაში
მოქცევისა და აღნიშნული სერვისი სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და
გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ მეშვეობით მიწოდების უზრუნველსაყოფად, საჭიროა,
კოდექსის ზემოაღნიშნული ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ზოგადად, აღსანიშნავია, რომ კოდექსის მე-16 მუხლი გადაუდებელი სასწრაფო
დახმარებით
უზრუნველყოფას
არ
საზღვრავს
მუნიციპალიტეტის
საკუთარ
უფლებამოსილებად და კოდექსით, სასწრაფო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა,
როგორც მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება გათვალისწინებულია მხოლოდ ქ.
თბილისის მუნიციპალიტეტისათვის დადგენილი განსაკუთრებული რეჟიმით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს
დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საგანგებო სიტუაციების
კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან მიერთება იძლევა საშუალებას,
რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით
გადაიდგას ნაბიჯები ოპერატიულად - ერთი სამსახურის მიერ მართული პროცესების
ჭრილში. რიგი რეგულაციები, სისტემური მიდგომები და მართვის პრინციპები სასწრაფო
სამედიცინო დახმარების სერვისთან მიმართებაში იქნება ერთნაირი, რაც აღნიშნული
მიმართულებით ერთიანი მაღალი სტანდარტის დანერგვას შეუწყობს ხელს. ასევე, მოხდება
ქ. თბილისის შემოგარენში არსებულ ტერიტორიებზე, სამედიცინო ბრიგადების უახლოესი
მდებარეობის პრინციპით გაგზავნა და არა მუნიციპალური პრინციპით, როგორც ეს დღეის
მდგომარეობით ხორციელდება. აღნიშნული, თავის მხრივ, გაზრდის მოსახლეობისათვის
სასწრაფო
სამედიცინო
დახმარების
სერვისის
დროულ
ხელმისაწვდომობას.
ოპერატიულობის გაზრდის თვალსაზრისით, ასევე, მნიშვნელოვანია სისტემაში არსებული
ყველა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის ერთიან GPS რუქაზე ხედვის
შესაძლებლობა.
ამასთანავე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ქ. თბილისის ტერიტორიაზე სსიპ
„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“
ახორციელებს რეფერალური ტრანსპორტირების პროგრამას, რომლის მეშვეობით ხდება
კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირება ერთი კლინიკიდან მეორეში. ასეთ დროს,
მნიშვნელოვანია სამომავლოდ იგივე სტრუქტურაში მყოფი სამსახურის - ქ. თბილისის
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის მიერ, კრიტიკული პაციენტების
ტრანსპორტირების შესახებ მიმდინარე დროში ინფორმაციის ერთ სადისპეტჩეროში
გადაცემა, რის საფუძველზეც, მოხდება შესაბამისი რეანიმობილის ოპერატიულად
მობილიზება, სამიზნე კლინიკაში. შედეგად, სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა
და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ ერთ-ერთი ფუნქცია, როგორიცაა დამდგარი
საგანგებო სიტუაციების დროს სამედიცინო დაწესებულებათა, მათ შორის, ქ.თბილისის
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის კოორდინაცია, გახდება მეტად ეფექტური,
ვინაიდან ზემოაღნიშნული სამსახური მოხვდება იმ ცენტრის მართვის ქვეშ, ვის მიერაც
ხორციელდებ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და კოორდინაცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსის მიხედვით, კოდექსიდან ამოდის 64-ე მუხლის „ბ“
ქვეპუნქტი, შედეგად, სასწრაფო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა აღარ იქნება ქ.
თბილისის
მუნიციპალიტეტისათვის
დადგენილი
განსაკუთრებული
რეჟიმი
ექსკლუზიური უფლებამოსილება.
ასევე, კანონპროექტის მე-2 მუხლი ითვალისწინებს გარკვეულ ღონისძიებებს
გარდამავალი პერიოდისათვის, კერძოდ:
პირველი პუნქტის მიხედვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი,
რეორგანიზაციის გზით, უერთდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო
კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანგებო
სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს.
პროექტი რეორგანიზაციის პროცესი დასრულების მაქსიმალურ თარიღად საზღვრავს
2020 წლის 1 იანვარს, თუმცა, კანონპროექტი, ასევე, ადგენს შესაძლებლობას, რომ კანონის
მიღებისა და სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების
ცენტრის დებულებაში შესაბამისი ცვლილების ასახვის პირობებში, რეორგანიზაციის
პროცესი დასრულდეს 2020 წლის პირველ იანვრამდეც, რა პერიოდიდანაც, ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდებას
განახორციელებს სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი
დახმარების ცენტრი, ხოლო ცვლილების ამოქმედებიდან, რეორგანიზაციის დასრულებამდე
პერიოდში, ქ. თბილისის მინიციპალიტეტის მერიას ექნება შესაძლებლობა, სასწრაფო
სამედიცინო დახმარების სერვისები მიაწოდოს, საკუთრი ინიციტივით, ნებაყოფლობითი
კომპეტენციის ფარგლებში.
როგორც აღინიშნა, ამავე ცვლილებების ფარგლებში, მოიაზრება ქ. ბათუმის
მუნიციპალიტეტისა და დაბა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის ერთიანი მიწოდების საკითხიც, რა მიზნითაც,
განიხილება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისა და დაბა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში
არსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისების სსიპ - საგანგებო სიტუაციების
კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დაქვემდებარების ქვეშ
გაერთიანების საკითხი. აღნიშნულ პროცესში, სასწრაფო სამედიცნო სერვისების უწყვეტობის
შენარჩუნების მიზნით, კანონპროექტით, სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და
გადაუდებელი დახმარების ცენტრს ეძლევა უფლება, 2020 წლის 1 იანვრამდე,
კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შეუფერხებლად
განხორციელებისა და პროცესების უწყვეტობის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში,
უზრუნველყოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისა და დაბა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომელთა (შტატით დასაქმებულთა და
შტატგარეშე მომუშავეთა) შესაბამის თანამდებობებზე უკონკურსოდ გადაყვანა/დანიშვნა.
ასევე, პროექტით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროსთან და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან კოორდინაციით,
ევალება, არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა, უზრუნველყოს სსიპ – საგანგებო სიტუაციების
კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შემდგომი ფუნქციონირებისათვის
საჭირო ღონისძიებები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მიზანშეწონილია, წარმოდგენილი პროექტის საქართველოს საპარლამენტო
განხილვები მოხდეს დაჩქარებული წესით, რამდენადაც, მოცემული ეტაპისთვის, სასწრაფო
სამედიცინო დახმარების სერვისების მიწოდება და დაფინანსება ხდება შესაბამისი
მუნიციპალიტეტების (თბილსის მუნიციპალიტეტი და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისა და
დაბა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) მიერ, ხოლო მომდევნო წლიდან იგეგმება, ქვეყნის
მთელი მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო სერვისების ცენტრალიზებული მიწოდება.
შესაბამისად, 2020 წლიდან, მოცემული საკითხის ფინანსური უზრუნველყოფა
განხორციელდება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, სასწრაფო სამედიცინო
დახმარებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, 2020 წლიდან, ქვეყანაში სასწრაფო სამედიცინო
სერვისების ერთიანი მიწოდების უზრუნველსაყოფად, ზემოხსენებულ თარიღამდე, უნდა
განხორციელდეს სერვისების სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და
გადაუდებელი დახმარების ცენტრში თავმოყრისათვის საჭირო ღონისძიებები. ამდენად,
მართებულია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის
პროცედურები წარიმართოს დაჩქარებული წესით, რათა პროექტი მიღებული და
ამოქმედებულ იქნეს გონივრულ ვადებში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება, მიმდინარე წელს, არ გამოიწვევს სახელმწიფო ან
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან
დამატებითი
ხარჯების
გამოყოფას.
ამასთან,
რეორგანიზაციის პროცესის 2020 წლის 1 იანვრამდე დასრულების შემთხვევაში, 2020 წლის 1
იანვრამდე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანგებო სიტუაციების
კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შესაბამისი დაფინანსება
განხორციელდება არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან, სასწრაფო
სამედიცინო დახმარების სამსახურისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
რაც შეეხება შემდგომ წლებს, მოცემული საკითხის ფინანსური უზრუნველყოფა
განხორციელდება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სასწრაფო სამედიცინო
დახმარებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტმა არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს 2020 წლიდან. შემდგომ წლებში კანონპროექტით გათვალისწინებული
საკითხის ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდება შესაბამისი წლის სახელმწიფო
ბიუჯეტით
სასწრაფო
სამედიცინო
დახმარებისათვის
გათვალისწინებული
ასიგნებებიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები,
ასევე კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ
მისაღები
პირდაპირი
ფინანსური
ვალდებულებები
(საშინაო
ან
საგარეო
ვალდებულებები).
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
გადასახადი,
მოსაკრებელი
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
დევნილთა,
შრომის,