საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებული ჩანაცვლებითი თერაპიების (მეთადონი და ბუპრენორფინი) პაციენტთა საინიციატივო ჯგუფის და მათი ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი დაბალანსებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული პეტიციის (№1-13774/19; 17.07.2019) შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-03
ბიუროს ნომერი 292
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-17116/19
02-10-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
2019 წლის 16 სექტემბერს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებული
ჩანაცვლებითი თერაპიების (მეთადონი და ბუპრენორფინი) პაციენტთა საინიციატივო
ჯგუფის და მათი ოჯახის წევრების მიერ დაბალანსებულ ნარკოპოლიტიკასთან
დაკავშირებით წარმოდგენილი პეტიცია (1-13774/19; 17.07.2019).
აღნიშნული პეტიცია ეხება ჩანაცვლებითი თერაპიის (მეთადონი და ბუპრენორფინი)
სახელმწიფო პროგრამის გამარტივებისა და გეოგრაფიული არეალის გაფართოების, ასევე
ქალთა საპატიმრო დაწესებულებებში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების დანერგვისა და
პაციენტთა ჩამნაცვლებელი პრეპარატებით უზრუნველყოფის საკითხებს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,
კომიტეტმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
-
მიზანშეწონილად მიიჩნევს პეტიციის უშუალოდ შესწავლასა და განხილვას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
აკაკი ზოიძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge