საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს კლინიკების ასოციაციის მიერ წარმოდგენილ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ (N1-11802/19; 17.06.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-03
ბიუროს ნომერი 292
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-17120/19
02-10-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, პარლამენტის
ბიუროს გადაწყვეტილებით (N271/23), წამყვანი კომიტეტის სტატუსით, განსახილველად გადაეცა
საქართველოს კლინიკების ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ“
(N1-11802/19; 17.06.2019) საქართველოს კანონის პროექტებთან
დაკავშირებით.
საკანონმდებლო წინადადება კომიტეტმა განიხილა 2019 წლის 30 სექტემბერს. საკითხის საკომიტეტო
განხილვამდე, წინადადება სამართლებრივი შეფასებისა და საკანონმდებლო მიზანშეწონილობის
განსაზღვრის მიზნით, გადაგზავნილი იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
საკანონმდებლო წინადადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ პროფესიულ ცოდნას და გამოცდილებას
მხოლოდ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ვერ აამაღლებს, გამოცდა ან ტესტირება
უკვე მიღებული ცოდნის შეფასების მეთოდებია, ხოლო ცოდნისა და გამოცდილების ამაღლება
შესაძლებელია მხოლოდ უწყვეტი პრაქტიკული და თეორიული სწავლებით, სპეციალური ტრენინგ
კურსებით, მასტერკლასებით, პერიოდულად ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში,
სემინარებში, კონგრესებში და სიმპოზიუმებში მონაწილეობით. მკურნალობისა და დიაგნოსტიკის
საკითხებში თანამედროვე მედიცინის მიღწევების, ინოვაციური მეთოდების, სტანდარტებისა და
მოთხოვნების ურთიერთგაზიარება წარმოადგენს უპირობო აუცილებლობას. სამედიცინო პერსონალის
კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენს პრობლემურ და აქტუალურ საკითხს. აქედან გამომდინარე,
წინადადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ უნდა ჩატარდეს რეფორმა უმტკივნეულოდ, რომელიც უნდა
გამოირჩეოდეს მაქსიმალური ჰუმანურობით. მათ მიერ მომზადებული ცვლილებების თანახმად,
უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზნით, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი
ვალდებულია ყოველ 7 წელიწადში ერთხელ, ხოლო ყველა ტიპის სამედიცინო დაწესებულებამ
დადგენილი წესით ყოველ 5 წელიწადში ერთხელ გაიარონ პროფესიული და სახელმწიფო
აკრედიტაცია. მათი შემოღების მიზნით, საქართველოს კლინიკების ასოციაცია შემოვიდა
საკანონმდებლო წინადადებით, განხორციელდეს ცვლილებები
საქართველოს კანონში
,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და საქართველოს კანონში ,,სამედიცინო საქმიანობის შესახებ“
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის ადამიანური რესურსების განვითარების უზრუნველსაყოფად,
საქართველოს მთავრობას, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის
გაუმჯობესების მიზნით, სამთავრობო პროგრამაში გაცხადებული აქვს სამედიცინო განათლების
სისტემური რეფორმის განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს მაღალი კომპეტენციის მქონე სამედიცინო
პერსონალის მიერ ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას. დაგეგმილი ერთი მხრივ,
გააუმჯობესებს პაციენტებისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, ხოლო, მეორე
მხრივ, შეამცირებს სამედიცინო დაწესებულებების დანახარჯებს. უწყვეტი სამედიცინო განათლება
ექიმთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ნაწილია და ითვალისწინებს სამედიცინო პერსონალის
მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლებას, მისი კომპეტენციის შემოწმების ეფექტური სისტემის
არსებობას.
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
მედიცინის ახალი მიღწევები და მოწინავე ტექნოლოგიების განვითარება, სამედიცინო მომსახურებაში
ახლად აღმოცენებული და სწრაფად ცვალებადი პრობლემები, ჯანდაცვის სისტემის რეფორმა,
საზოგადოების საჭიროებები და პაციენტთა მზარდი მოლოდინი მოითხოვს ექიმებისათვის
მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნის
მიცემას, უნარ-ჩვევების, დამოკიდებულებებისა და პროფესიონალიზმის გამომუშავება/სრულყოფას
მუდმივად ცვალებად მოთხოვნილებებთან ადაპტირებული მზადების პროგრამების საფუძველზე და
ამ პროცესისათვის ადეკვატური ინსტიტუციური პოტენციალის შექმნას.
სამედიცინო განათლების სისტემის რეფორმირება არის სამედიცინო მომსახურების ხარისხის
უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების საფუძველი. ამ მიზნებისთვის საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრომ, სამედიცინო ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით შექმნილ სამუშაო
ჯგუფთან კოორდინაციით, მოამზადა და მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინა ,,სამედიცინო
განათლების განვითარების სტრატეგია“, რომელიც ითვალისწინებს სისტემური ცვლილებების
განხორციელებას ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, მათ შორის უწყვეტი სამედიცინო
განათლების სავალდებულო სისტემის/რესერტიფიცირების ამოქმედებას. სტრატეგია დეტალურად
აყალიბებს ყველა იმ ქმედებას (ექიმთა სერტიფიცირების ინსტრუმენტის გაუმჯობესება,
პრიორიტეტულ სამედიცინო მიმართულებაში უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობებზე
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მსოფლიოში აღიარებულ საგანმანათლებლო რესურსებთან
თანამშრომლობის გაღრმავება და სხვა), რაც არის უწყვეტი სამედიცინო განათლების სავალდებულო
სისტემის/რესერტიფიცირების ამოქმედების საფუძველი.
სტრატეგიის დამტკიცებისთანავე სამინისტრო დაიწყებს თანმიმდევრული ღონისძიებების გატარებას
მისი იმპლემენტაციის (მ.შ., უწყვეტი სამედიცინო განათლების სავალდებულო სისტემის ამოქმედება)
მიმართულებით, რაც ასევე, მოიცავს ძირეული ცვლილებების შეტანას საქართველოს
კანონმდებლობაში (მ.შ. ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონებში). თანმიმდევრული, წინასწარ
გააზრებული ქმედებების შედეგად,
სამედიცინო განათლების სისტემის რეფორმა იქნება ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის მიერ 2018 წლის 19 ივლისის №01-3/ნ ბრძანებით იქნა დამტკიცებული „უწყვეტი
სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების და მათი აკრედიტაციის წესი და კრიტერიუმები, ასევე,
პროფესიული რეაბილიტაციის წესი, შესაბამისი პროგრამების/კურსების აკრედიტაციის წესი და
კრიტერიუმები“, რამაც შესაძლებელი გახადა უწყვეტი სამედიცინო განათლების არსებული სისტემა
უფრო დაახლოებოდა ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში მოქმედ სისტემებს და უწყვეტი სამედიცინო
განათლების ცალკეული ფორმების ფარგლებში მინიჭებული კრედიტ-ქულების რაოდენობები
შესაბამისობაში მოსულიყო ევროკავშირის ქვეყნების/ შესაბამისი ავტორიტეტული ორგანიზაციების
მიერ მინიჭებულ კრეტიდებთან (EUROPEAN UNION OF MEDICALSPECIALISTS, Accreditation
Council for Continuing Medical Education, European Accreditation Council for Continuing Medical
Education (EACCME). ამდენად ქვეყანაში შეიქმნა წინაპირობები უწყვეტი სამედიცინო განათლების
პროცესში საქართველოში მინიჭებული კრედიტების ამ ქვეყნებში აღიარებისათვის.
შეიქმნა მექანიზმი, საქართველოში აღიარებული იქნეს უწყვეტი სამედიცინო განათლების ყველა ის
ფორმა, რომელიც აღიარებულია ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში, მ.შ ელექტრონულ პლატფორმაზე
დაფუძნებული ინტერნეტ-პროგრამები (ონლაინ კურსი). ამავდროულად, დოკუმენტის თანახმად,
ევროკავშირის და სხვა განვითარებული ქვეყნების სათანადო ორგანიზაციების, ასევე, ევროპის უწყვეტი
პროფესიული განათლების სააკრედიტაციო საბჭოს - EACCME მიერ აკრედიტებული
უსგ აქტივობები/მიმწოდებლები საქართველოში აღიარებულია ავტომატურად, პროფესიული
განვითარების საბჭოს მიერ დამატებით აკრედიტაციის მინიჭების გარეშე. აქედან გამომდინარე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო თვლის, რომ წარმოდგენილი კანონპროექტების ამ სახით მიღება
მოკლებულია აქტუალობას.
ამდენად, სხდომის წევრთა მიერ კომიტეტზე გამოთქმული შენიშვნებისა და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროდან მიღებული დასკვნიდან გამომდინარე, საკანონმდებლო წინადადება ცნობილ იქნა
უარყოფილად.
კომიტეტის თავმჯდომარე
აკაკი ზოიძე