„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 11
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 8
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 8
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-07
ბიუროს ნომერი 293
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„ელექტროენერგეტიკისა
და
ბუნებრივი
გაზის
შესახებ“
საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) მე-8
მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის არანაკლებ 2 წევრის წარდგინებით,
ფარული კენჭისყრით ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული
შემადგენლობის
უმრავლესობით,
3
წლით,
მოქმედი
თავმჯდომარის
უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან 15
კალენდარულ დღეში. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადადგეს ამ
თანამდებობიდან, მაგრამ დარჩეს კომისიის წევრად დარჩენილი ვადით. კომისიის
თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის ან უფლებამოსილების შეწყვეტის ან
არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.“
2. მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. კომისია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის ოთხი მეხუთედით
თანამდებობიდან
ვადამდე
გადააყენოს
კომისიის
თავმჯდომარე.
კომისიის
თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება
აქვს კომისიის სულ ცოტა 2 წევრს ერთობლივი წერილობითი მოთხოვნით. კომისია
ვალდებულია კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების
საკითხი განიხილოს და მას კენჭი უყაროს კომისიის წევრთა მიერ მოთხოვნის
წარდგენიდან 10 კალენდარულ დღეში. თუ კომისიამ არ გადააყენა თანამდებობიდან
კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე
გადაყენების საკითხის დასმა მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.“
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა
კომისიამ უზრუნველყოს კომისიის თავმჯდომარის არჩევა.
მუხლის 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ეროვნული მარეგულირებელი ორგანო წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ
განსაზღვრული
სფეროს
რეგულირების
მიზნით
შექმნილ,
სპეციალური
უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ჰყავს
სახელმწიფო
მაკონტროლებელი
ორგანო,
დამოუკიდებელია
სახელმწიფო
ორგანოებისაგან და მოქმედებს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“
საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების
ფარგლებში. ამავდროულად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო და კომისიის წევრი
თავიანთი საქმიანობის ფარგლებში დამოუკიდებელი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ
საქართველოს კანონმდებლობას. ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრის არჩევის
საკითხი გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. კერძოდ, საქართველოს
კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს
პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ეროვნული
მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს. თუმცა, განსხვავებულად არის
დარეგულირებული
შესაბამისი
ეროვნული
მარეგულირებელი
ორგანოების
თავმჯდომარეების არჩევის საკითხი. კერძოდ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის თავმჯდომარეს საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს თავად კომისია, ხოლო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის
თავმჯდომარე
აირჩევა
საქართველოს
პარლამენტის
მიერ.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8
მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს
მთავრობის წარდგინებით საქართველოს პარლამენტს საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ ასარჩევად
წარუდგენს კომისიის ერთ-ერთი წევრის კანდიდატურას. ყოველივე აღნიშნულიდან
გამომდინარე, მიზანშეწონილია აღნიშნული საკითხი დარეგულირდეს იმგვარად, რომ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის თავმჯდომარის არჩევა განახორციელოს თავად კომისიამ, როგორც ეს
გათვალისწინებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შემთხვევაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხის ცვლილებასთან ერთად საჭირო ხდება
განისაზღვროს აგრეთვე თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი,
შესაბამისი წესები და პროცედურა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი მოცემულია „ელექტროენერგეტიკისა და
ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში. შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარის
არჩევის საკითხის ახლებურად დარეგულირების მიზნით აუცილებელია ცვლილება
შევიდეს ამავე კანონში. ამასთან, არჩევის საკითხთან ერთად აქვე უნდა დარეგულირდეს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევის
საკითხი განისაზღვრება ახლებურად და ამავე კომისიას მიენიჭება როგორც
თავმჯდომარის არჩევის უფლებამოსილება, იმავდროულად მისი თანამდებობიდან
გადაყენების უფლებამოსილება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიხედვით,
ცვლილება
შედის
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8
მუხლის პირველ პუნქტში. კერძოდ, იცვლება რეგულაცია რომლის თანახმად,
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით საქართველოს
პარლამენტს კომისიის თავმჯდომარედ ასარჩევად წარუდგენს კომისიის ერთ-ერთი
წევრის კანდიდატურას. შემოთავაზებული რეგულაციის მიხედვით, საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
თავმჯდომარეს აირჩევს თავად კომისია. ამასთან, აქვე განისაზღვრება კომისიის
თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა და თავმჯდომარის არჩევის წესი. აგრეთვე,
კანონპრექტის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის ან
უფლებამოსილების შეწყვეტის ან არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების
შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს
კომისიის უხუცესი წევრი. ამასთან, თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებასთან ერთად
აუცილებელი ხდება მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დარეგულირება.
შესაბამისად, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-8 მუხლს ემატება მე-3 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს კომისიის
თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესს და ადგენს შესაბამის პროცედურას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
მიმართებაში.
ქვეპუნქტი
არ
ვრცელდება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
იმისათვის რომ დროულად გახდეს შესაძლებელი საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევა
ახლებური წესით, აუცილებელია კანონპროექტი გამოქვეყნებისთანავე შევიდეს ძალაში.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას, რათა დროულად გახდეს შესაძლებელი საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევა
კანონპროექტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
სახელმწიფო
ან/და
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
მოახდენს
სახელმწიფო
ან/და
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი