„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/400/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 14
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 8
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-07
ბიუროს ნომერი 293

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) მე-9 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,15. კომისიის თავმჯდომარეს, ფარული კენჭისყრით ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლით, მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან 15 კალენდარულ დღეში.“. 2. მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. კომისია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის ოთხი მეხუთედით თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება აქვს კომისიის სულ ცოტა 2 წევრს ერთობლივი წერილობითი მოთხოვნით. კომისია ვალდებულია კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხი განიხილოს და მას კენჭი უყაროს კომისიის წევრთა მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 10 კალენდარულ დღეში. თუ კომისიამ არ გადააყენა თანამდებობიდან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმა მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ეროვნული მარეგულირებელი ორგანო არის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში შექმნილი მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციას დაემატა ნორმა, რომლის თანახმად, მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით. ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ და საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ერთ-ერთ საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენს მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ასევე, მათ მიერ რეგულირებად ბაზარზე მოქმედი სუბიექტებისგან. ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო და კომისიის წევრი თავიანთი საქმიანობის ფარგლებში დამოუკიდებელი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას. მხოლოდ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს აქვს უფლება, განახორციელოს სრული უფლებამოსილება იმ საკითხებზე, რომლებიც მისთვის დელეგირებულია შესაბამისი კანონით. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია და კომისიის წევრი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება – ბათილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას და კომისიის წევრს გარანტირებული აქვთ სრული დამოუკიდებლობა მათი უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას. მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლით. ვინაიდან, კომისიას და კომისიის წევრს კანონით მინიჭებული აქვთ სრული დამოუკიდებლობა მათი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას, კომისიის წევრები უფლებამოსილები უნდა იყვნენ თვითონ გადაწყვიტონ, კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარედ აირჩიონ იგივე თუ სხვა კომისიის წევრი. აღნიშნული, არა მხოლოდ უზრუნველყოფს კომისიის წევრების სრულ დამოუკიდებლობას მათი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, არამედ, გააძლიერებს კომისიის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. ამასთან, კომისიის წევრის კომისიის თავმჯდომარედ ისევ არჩევის შესაძლებლობა მეტ გარანტიებს უქმნის არჩეულ კომისიის თავმჯდომარეს სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეიმუშაოს გრძელვადიანი სტრატეგია და განახორციელოს ეფექტური მენეჯმენტი. გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს გააჩნდეს სათანადო სამართლებრივი გარანტიები თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას. ამ მიზნით ახლებურად განისაზღვრება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი, კერძოდ იცვლება კომისიის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმათა რაოდენობა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის როგორც არჩევის, აგრეთვე თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დარეგულირებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად ცვლილება უნდა აისახოს ამავე კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნეს კომისიის იგივე წევრი. ამავდროულად, იცვლება კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში და ახლებურად ყალიბდება კანონის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტი. კერძოდ, ამოღება ხდება რეგულაციის რომლის მიხედვით ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ 1-ზე მეტი ვადით. გარდა აღნიშნულისა, ცვლილება შედის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-20 პუნქტში, რომლის მიხედვით იცვლება კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ნაცვლად, შესაძლებელი იქნება კომისიის სრული შემადგენლობის 4/5-ით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: იმისათვის, რომ დროულად მოხდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების ახლებურად დარეგულირება, მიზანშეწონილია კანონპროექტი გამოქვეყნებისთანავე შევიდეს ძალაში. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, რათა დროულად განისაზღვროს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის და თანამდებობიდან გადაყენების ახლებური წესი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. სახელმწიფო ან/და ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. მოახდენს სახელმწიფო ან/და ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი