„საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის შოთა შალელაშვილის ადგილმონაცვლის ლევან მგალობლიშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის შოთა შალელაშვილის ადგილმონაცვლის ლევან მგალობლიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის შოთა შალელაშვილის ადგილმონაცვლის ლევან მგალობლიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე დასკვნა
- „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის შოთა შალელაშვილის ადგილმონაცვლის ლევან მგალობლიშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 104 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2019-10-03
📜 ტექსტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-17169/19
03-10-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის შოთა შალელაშვილის
ადგილმონაცვლის ლევან მგალობლიშვილის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ცნობის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
2019
წლის
3
ოქტომბერს
კომიტეტის
სხდომაზე
განიხილა
საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალები საქართველოს
პარლამენტის გამოკლებული წევრის შოთა შალელაშვილის ადგილმონაცვლის ლევან
მგალობლიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტში
წარმოადგინა 2019 წლის 1 ოქტომბერს საჯარო სამართლის იურდიული პირის „ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ
გაცემული ცნობა ლევან მგალობლიშვილის სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების
შესახებ, რომლის მიხედვითაც, ჩატარებული შემოწმების შედეგად ცნობაში აღნიშნულ
ნარკოტიკულ საშუალებებზე მიღებულია უარყოფითი შედეგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ
პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს ლევან მგალობლიშვილის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
გურამ მაჭარაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის შოთა შალელაშვილის
ადგილმონაცვლის ლევან მგალობლიშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ცნობილ იქნეს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის შოთა
შალელაშვილის ადგილმონაცვლის ლევან მგალობლიშვილის უფლებამოსილება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე