„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 10
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 9
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-07
ბიუროს ნომერი 293
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14/12/2018, სარეგისტრაციო კოდი:
010190030.06.001.016054) 204-ე მუხლის:
1. მე-2 პუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ბ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის წევრის;
2. მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის წევრი – 6 წლით. ამ კომისიის წევრი შეიძლება ხელახლა აირჩეს
6 წლის ვადით. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება,
პარლამენტი ამ თანამდებობისთვის განსაზღვრული წესით ირჩევს კომისიის ახალ
წევრს დარჩენილი ვადით;“
3. მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს,
საქართველოს გენერალურ პროკურორს, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
წევრს,
გენერალურ
აუდიტორს,
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის უფროსს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებს
და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის წევრებს;
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
რეგლამენტის პროექტის შემუშავება განპირობებულია „ელექტროენერგეტიკისა
და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი
ცვლილებებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვით იცვლება
საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
თავმჯდომარის არჩევის წესი. კერძოდ, ცვლილების მიხედვით კომისიის თავმჯდომარეს
საქართველოს პარლამენტის ნაცვლად, აირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან.
შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან უნდა მოხდეს იმ
რეგულაციების ამოღება, რომლებიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხს შეეხება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი გათვალისწინებულია საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში უნდა განხორციელდეს ცვლილება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი
გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილების შესაბამისად.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
რეგლამენტის პროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში აღარ იქნება დარეგულირებული საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევის
საკითხი.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის პროექტით წარმოდგენილი ცვლილება შეეხება პარლამენტის
რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტს, მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს
და მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს. კერძოდ, აღნიშნულ ქვეპუნქტებში საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
თავმჯდომარეზე მითითება აღარ მოხდება.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებით.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გამომდინარეობს
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი
ცვლილებებიდან, შესაბამისად მათი ძალაში შესვლა უნდა მოხდეს ერთდროულად,
გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გამომდინარეობს
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი
ცვლილებებიდან, შესაბამისად ორივე მათგანის განხილვა უნდა მოხდეს დაჩქარებული
წესით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის თავმჯდომარის არჩევის ახლებური წესის განსაზღვრის შემთხვევაში,
მნიშვნელოვანია
დროულად
განხორციელდეს
პარლამენტის
რეგლამენტიდან
თავმჯდომარის არჩევის საკითხის განმსაზღვრელი რეგულაციების ამოღება.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის შემოღებას.
გ) რეგლამენტის
სტანდარტებთან:
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო
რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის
პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი
პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი
პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი