საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ: ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში (№1-10641/19; 29.05.2019) - 30 დღით; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/383; 07.08.2019) საქართველოს კანონის პროექტი - ერთი თვით; გ) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/382; 07.08.2019) საქართველოს კანონის პროექტი - ერთი თვით.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (290 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (283 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (292 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (199 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (202 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (204 KB)
📄 წერილი (75 KB)
📄 დანართი (219 KB)
📄 დანართი (68 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-07
ბიუროს ნომერი 293
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-17329/19
04-10-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,
მოგმართავთ თხოვნით, დადგენილი განხილვის ვადის გაგრძელებას შემდეგ საკანონმდებლო
ინიციატივებზე:
სავალდებულო დასკვნის წარმომდგენი კომიტეტის მომართვის საფუძველზე,
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილ საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშზე (N1-10641/19;
29.05.2019) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელებას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მომართვის
საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი
გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/383;
07.08.2019) განხილვის ვადის 1 თვით გაგრძელებას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მომართვის
საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი
გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/382;
07.08.2019) განხილვის ვადის 1 თვით გაგრძელებას.
დანართი: 2 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
9/30/2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
KA020118815254019
საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო
MINISTRY OF ECONOMY
AND SUSTAINABLE
DEVELOPMENT OF GEORGIA
0114 თბილისი, სანაპიროს ქ. №2
Tel.: (+995 32) 2 99 11 05
2, Sanapiro str., 0114 Tbilisi, Georgia
Tel.: (+995 32) 2 99 11 11
№ 24/7885
30 / სექტემბერი / 2019 წ.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარეს,
ბატონ რომან კაკულიას
ასლი: საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციას
ბატონო რომან,
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში
განსახილველად წარმოდგენილია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტები რომელთაგან ერთი ეხება
ელექტროენერგიის იმპორტთან, ხოლო მეორე ტრანზიტთან დაკავშირებულ საკითხებს.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტში პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს
ახალი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის განხილვა,
რომელიც ითვალისწინებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის
ძალადაკარგულად გამოცხადებას, გთხოვთ, არანაკლებ ერთი თვის ვადით (რა პერიოდშიც, ვფიქრობთ
გამოიკვეთება, თუ როდის იქნება ახალი კანონპროექტი მიღებული) გადადოთ ზემოხსენებული
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტების განხილვა.
პატივისცემით,
მინისტრის მოადგილე
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/62147fd8-ae9d-4044-a4df-5bf2977874eb.html
დავით თვალაბეიშვილი
1/1
დანართი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-17269/19
03-10-2019
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ რომან კაკულიას
გაცნობებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მერ
წარმოდგენილია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის
საქმიანობის ანგარიში (N1-10641/19; 29.05.2019)
ანგარიშის განხილვის სავალდებულო კომიტეტებად განსაზღვრულია: იურიდიულ
საკითხთა კომიტეტი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი. სავალდებულო წესით განხილვის ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 4
ოქტომბერი.
გამომდინარე იქიდან, რომ კომიტეტმა შეძლოს ანგარიშის პარლამენტის
რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით განხილვა, მოგმართავთ
თხოვნით, ანგარიშის განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge