საქართველოს მთავრობის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ტყის კოდექსის“ პროექტის პაკეტიდან (N07-2/313; 20.02.2019) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.10.2019
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#1-18517/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-07
ბიუროს ნომერი 293

📜 ტექსტი

წერილი
*GOV81900039253* GOV 8 19 00039253 04/10/2019 საქართველოს პარლამენტს როგორც თქვენთვისაა ცნობილი, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინა „საქართველოს ტყის კოდექსის“ პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო აქტების პროექტები (№6650; 20.02.2019), მათ შორის, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 25 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი (N4848-IIს), რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“. შესაბამისად, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემდგომი განხილვის საჭიროება არ არსებობს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 ოქტომბრის №2120 განკარგულების შესაბამისად, გამოვითხოვთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია: 20.02.2019; №6650) შემადგენელ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს. დანართი: 3 გვ. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე