საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის გადაწყვეტილება „სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ონსპექტირების მმდინარეობის შესახებ“ თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე“ და ამავე საკითხზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფთან გაერთიანების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-07
ბიუროს ნომერი 293
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-17463/19
07-10-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის
გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „სატრანსპორტო
საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობის შესახებ“ თემატური
მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე.
„სატრანსპორტო
საშუალებების
პერიოდული
ტექნიკური
ინსპექტირების
მიმდინარეობის შესახებ“ შემსწავლელი თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში
შევიდნენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები:
გიორგი ბეგაძე, ნინო წილოსანი, დავით სონღულაშვილი. სამუშაო ჯგუფის მთავარ
მომხსენებლად არჩეულია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ
ხულორდავა.
ასევე, ამავე სხდომაზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მიღებული იქნა
გადაწყვეტილება ამავე საკითხზე თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის
ჯგუფის დანიშვნის თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
ერთსა და იმავე საკითხზე მოკვლევის ჯგუფის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს
პარლამენტის ბიურო იღებს გადაწყვეტილებას მოკვლევაში მონაწილე პარლამენტის წევრების
გაერთიანების შესახებ.
გთხოვთ, რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განიხილოთ და
მიიღოთ გადაწყვეტილება ორი კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის გაერთიანების
თაობაზე.
კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge