საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის გადაწყვეტილება „სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ონსპექტირების მმდინარეობის შესახებ“ თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე“ და ამავე საკითხზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფთან გაერთიანების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-07
ბიუროს ნომერი 293
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-17468/19
07-10-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „სატრანსპორტო საშუალებების
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობის შესახებ“ თემატური მოკვლევის
დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე.
„სატრანსპორტო
საშუალებების
პერიოდული
ტექნიკური
ინსპექტირების
მიმდინარეობის შესახებ“ შემსწავლელი თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში
შევიდნენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე
ფრუიძე, ბექა ნაცვლიშვილი, ზაზა ხუციშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე. სამუშაო ჯგუფის მთავარ
მომხსენებლად არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.
ასევე, ამავე სხდომაზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამავე საკითხზე თემატური მოკვლევის
დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად
ერთსა და იმავე საკითხზე მოკვლევის ჯგუფის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს
პარლამენტის ბიურო იღებს გადაწყვეტილებას მოკვლევაში მონაწილე პარლამენტის
წევრების გაერთიანების შესახებ.
გთხოვთ, რეგლამენტის 155-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად განიხილოთ და
მიიღოთ გადაწყვეტილება ორი კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის გაერთიანების
შესახებ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
თამარ ხულორდავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge