საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა N12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ((№1-14667/19; 31/07/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-17525/19
07-10-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: სპეციალური პენიტენციური სამსახურის
N12 პატიმრობისა და დახურული ტიპის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ
მსჯავრდებულ პაატა ჭელიძეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
N12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი
მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებაზე: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
((N1-14667/19; 31.07.2019).
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 4 ოქტომბრის კომიტეტის
სხდომაზე განიხილა N12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის პაატა ჭელიძის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება - „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.
I.
საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დადგენილი ქმედების - ყაჩაღობის ქმედების
შემადგენლობაში ცვლილების განხორციელებას. კერძოდ, საკანონმდებლო წინადადების
თანახმად, ყაჩაღობად არ უნდა დაკვალიფიცირდეს ქმედება, როდესაც, მუქარის მიუხედავად,
თავდამსხმელის მიერ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ობიექტურად ვერ
განხორციელდებოდა. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ამგვარი ქმედება ძარცვად
უნდა დაკვალიფიცირდეს.
II.
კომიტეტის შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, ყაჩაღობა ორობიექტიანი
დანაშაულია, რომელიც ხელყოფს როგორც საკუთრების უფლებას, ისე ადამიანის
ჯანმრთელობას. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში, რომელიც შეიძლება
განხორციელდეს ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით. ამასთან, ძალადობის მუქარა
უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური.
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
სისხლის სამართლის დოგმატიკაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, ქმედების
ყაჩაღობად
დაკვალიფიცირებისათვის
მნიშვნელოვანია,
რომ
დაზარალებული
დარწმუნებული იყოს ან ჰქონდეს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ თავდამსხმელის მუქარა
განხორციელდება, თუ იგი არ შეასრულებს ქონების გადაცემის მოთხოვნას. ამდენად, მუქარის
მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზება ან დროებით მისი დათრგუნვა და ამ გზით
ქონების დაუფლება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ქონების დასაუფლებლად
იარაღის იმიტაციის გამოყენებაც, რომლითაც ობიექტურად შეუძლებელია სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის ხელყოფა, მიიჩნევა ძალადობად, თუ ეს იარაღი მსხვერპლის მიერ
ნამდვილად აღიქმება და ამ გზით მოხდება მისი ნების პარალიზება. ამდენად, გადამწყვეტი
მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის აღქმასა და მასში გამოწვეულ რეალურ შიშს.
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში შემოთავაზებული ცვლილება კი არსობრივად
ეწინააღმდეგება ყაჩაღური თავდასხმის დროს ძალადობის მუქარის განმარტებასა და სისხლის
სამართლის დოგმატიკაში გაბატონებულ მიდგომას.
ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება იწვევს
ყაჩაღობასა და ძარცვას შორის დღეისათვის არსებული ზღვრის მოშლას, რაც, თავის მხრივ,
სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ერთიან სისხლის სამართლის
პოლიტიკას
ეწინააღმდეგება.
გარდა ამისა, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება დაუსაბუთებელია და არ მოიცავს
არგუმენტებს იმის თაობაზე, თუ რატომ უნდა განხორციელდეს წინადადების სახით
შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილება.
III.
დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით N12
ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი
მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება - „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი