საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილ „ადვოკატთა სავალდებულო პროფესიული დაზღვევის შესახებ“ (№1-14278/19; 25/07/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-17527/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-17527/19 07-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: მოქ. ანზორ ჯაიანს (მის.: გორგასლის N89 (საიას აჭარის ფილიალი), ბათუმი, საქართველო მობ: 557 26 94 62) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ადვოკატთა სავალდებულო პროფესიული დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-14278/19; 25.07.2019) იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 4 ოქტომბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქ. ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ადვოკატთა სავალდებულო პროფესიული დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-14278/19; 25.07.2019). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია საქართველოს კანონის პროექტი „ადვოკატის სავალდებულო პროფესიული დაზღვევის შესახებ“. საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული კანონის მიღება უზრუნველყოფს ადვოკატის კლიენტთა ქონებრივი ინტერესების დაცვას, რასაც შეიძლება ზიანი მიადგეს ადვოკატის განზრახი ან/და გაუფრთხილებელი მოქმედებით. II. კომიტეტის შეფასება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სავალდებულო დაზღვევა არის დაზღვევის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც დაზღვევის ობიექტი და მისი განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით სავალდებულო დაზღვევის შესახებ. კანონის იმავე მუხლის მე-5 პუნქტით, სავალდებულო დაზღვევისას თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მზღვეველი ვალდებულია დადოს ხელშეკრულება დამზღვევთან კანონით განსაზღვრული პირობებით. აღნიშნული განსახილველი ნორმების საკანონმდებლო სამართლებრივი წინადადების ანალიზიდან ფარგლებში გამომდინარე შემოთავაზებული კანონპროექტით განსაზღვრული არ არის: თუ როგორ და რა პირობებით მოხდება ადვოკატის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის თაობაზე ხელშეკრულების დადება; ცხადი არ არის თუ ვინ შეიძლება იყოს მზღვეველი;  თუ როდის ჩაითვლება სადაზღვევო შემთხვევა დამდგარად და მხოლოდ ადვოკატი შეიძლება იყოს თუ არა სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევი პირი;  დაეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა ადვოკატს თუ ის თავისი ბრალით არ დააზღვევს თავის პროფესიულ პასუხისმგებლობას; ასევე, ვინ აანაზღაურებს ადვოკატის ფუნქციის შესრულებისას მიყენებულ ზიანს ან როგორ გადაწყდება ანაზღაურების საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველის მიერ გადახდილი ანაზღაურება არ იქნება საკმარისი მიყენებული ზიანის სრულად ასანაზღაურებლად. ამასთანავე, ავტორი გვთავაზობს სადაზღვევო შენატანის ოდენობის განსაზღვრას საქმის ღირებულებიდან გამომდინარე, რაც პრაქტიკაში სირთულეს შექმნის, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში სადაზღვევო შენატანის წლიური ოდენობა წლის ბოლოს უნდა განისაზღვროს, ვინაიდან წინასწარ შეუძლებელი იქნება იმის განსაზღვრა თუ რამდენ და რა ღირებულების საქმეებზე მოუწევს მუშაობა ადვოკატს. ამასთანავე, კომიტეტის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, ავტორს შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით წარმოედგინა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ პოზიცია, ვინაიდან სწორედ ის არის საადვოკატო საქმიანობის ლიცენზიის გამცემი, ეთიკის წესებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდგენი ორგანო. ამდენად, სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ პოზიციის გათვალისწინება მნიშვნელოვანია საკითხის სიღრმისეული შესწავლისათვის, რაც წინადადების ავტორს არ წარმოუდგენია.  გარდა ზემოაღნიშნულისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს. წარმოდგენილია შემოთავაზებული კანონპროექტის სახით, საკანონმდებლო საჭიროებს წინადადება, მნიშვნელოვან რომელიც გადამუშავებას. შესაბამისად, კანონპროექტის წარმოდგენილი ფორმით ინიიცირებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. საკანონმდებლო წინადადების განხილვის დროს, გარდა სამართლებრივი ხარვეზებისა აღინიშნა, რომ კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულია ასევე სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“, მუშაობს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის დახვეწის, მათ შორის ადვოკატთა სავალდებულო პროფესიული დაზღვევის საკითხებზეც. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა მოქ. ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ადვოკატთა სავალდებულო პროფესიული დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით და საქართველოს რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პარლამენტის