საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-13605/19; 15/07/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-17528/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-17528/19 07-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს ბატონ სულხან სალაძეს (მის.: ჯ. კახიძის N15, თბილისი, საქართველო, 0102 ტელ: (995 32) 295 23 53) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N113605/19; 15.07.2019) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 4 ოქტომბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-13605/19; 15.07.2019). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილების შეტანა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502 მუხლში (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის N1/5/1271 გადაწყვეტილებაში ასახული პრინციპების შესაბამისად. აღნიშნული გულისხმობს მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური საპროტესტო აქციის ფარგლებში ხანმოკლე ვადით, დროებითი განთავსება არ უნდა მიიჩნეოდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებად. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge II. კომიტეტის შეფასება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2019 წლის 04 ივლისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1271 კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე „ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე სასამართლომ და ილია მალაზონია არაკონსტიტუციურად საქართველოს ცნო პარლამენტის საქართველოს წინააღმდეგ“. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლიც გამორიცხავს მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური აქციის ფარგლებში ხანმოკლე ვადით დროებითი განთავსების შესაძლებლობას ისეთ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი და ამასთანავე არ იწვევს წარუშლელ კვალს, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502 მუხლის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, მნიშვნელოვანია მისი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ვინაიდან ის მოიცავს 150-ე მუხლის მოქმედი რედაქციით წარმოდგენილი ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის იდენტურ ნორმას, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის 2019 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებაში არაკონსტიტუციურად ცნო. კერძოდ, 1502 მუხლით გათვალისწინებული ნორმის მიხედვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი გამოიწვევს დაჯარიმებას. შესაბამისად, კომიტეტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ცვლილების შეტანა აგრეთვე 1502 მუხლში. გარდა ზემოაღნიშნულისა, სხდომაზე აღინიშნა, რომ კომიტეტი მუშაობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტზე - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, რის გამოც მიზანშეწონილად არ მიიჩნევს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში საკანონმდებლო წინადადების ფარგლებში მუშაობის გაგრძელებას. ამასთანავე, კომიტეტი მიესალმება კანონპროექტის ინიციირების შემდგომ მისი განხილვის პროცესში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ჩართულობას. დასკვნითი ნაწილი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი