საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ლაშა ჩხარტიშვილის მიერ წარმოდგენილ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№1-14497/19; 30/07/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-17529/19
07-10-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“
უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელს
ბატონ ლაშა ჩხარტიშვილს
მის.: ქ. თბილისი, ჯავახიშვილის ქ. 88
ტელ.: 558 29 69 80
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ლაშა ჩხარტიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N1-14497/19; 30.07.2019).
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 4 ოქტომბრის კომიტეტის
სხდომაზე განიხილა ლაშა ჩხარტიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით.
I.
საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილებას „პოლიციის
შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვითაც,
სპეციალურ საშუალებათა ჩამონათვალიდან ამოღებულ უნდა იქნეს მითითება არალეტალურ
იარაღზე. საკანონმდებლო წინადადების ავტორის განმარტებით, აღნიშნული ცვლილების
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
განხორციელების აუცილებლობა გამომდინარეობს თავად ამ იარაღის საშიშროებიდან
ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვისაც კი.
II.
კომიტეტის შეფასება
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლი განსაზღვრავს პოლიციის მხრიდან
სპეციალური საშუალებების გამოყენების წინაპირობებსა და მათ კონკრეტულ სახეობებს.
კერძოდ, აღნიშნული ნორმა მკაცრად ადგენს თითოეული საშუალების გამოყენების
შესაძლებლობას საჭიროებისა და აუცილებლობის გათვალისწინებით, რათა დაცულ იქნეს
ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევის პროპორციულობის პრინციპი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე3 ნაწილის თანახმად, არალეტალური იარაღის გამოყენება შესაძლებელია „პირზე,
პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, მართლწესრიგის
მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში
ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული
ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს.“
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებული
ცვლილების
განხორციელების შემთხვევაში, არალეტალური იარაღის ჩამონათვალიდან ამოღება
გამოიწვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევისათვის
ჯანმრთელობისთვის უფრო მეტი ზიანის მიმყენებელი საშუალებების გამოყენების
პროვოცირებას. აღნიშნულის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს თავად კანონმდებლის მიერ
საშიშროების მიხედვით განსაზღვრული სპეციალური საშუალებების ჩამონათვალი ნაკლებად ზიანის შემცველი საშუალებებიდან უფრო მკაცრ ღონისძიებებამდე. შესაბამისად,
არალეტალური იარაღის გამოყენების გაუქმებით უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის
დაცვისას პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს მოუწევს უფრო მეტი ზიანის შემცველი
სპეციალური საშუალების გამოყენება. აქედან გამომდინარე, აღნიშნული საკანონმდებლო
ცვლილება, რეალურად, გამოიწვევს არსებული მდგომარეობის გამკაცრებას, რაც, თავის
მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის პროპორციულობის პრინციპთან.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ არალეტალური იარაღის (რეზინისა და პლასტმასის
ტყვიები) გამოყენება დაშვებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში. მაგ.
საფრანგეთის კანონმდებლობა კონკრეტულ შემთხვევებში უშვებს რეზინის ტყვიებისა და
არალეტალური ჭურვის გამოყენების შესაძლებლობას.
მსგავს რეგულაციებს იცნობს
იტალიისა და გერმანიის კანონმდებლობებიც.
ამასთან, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება არ მოიცავს დასაბუთებულ
არგუმენტაციას, რომელიც მიზანშეწონილს გახდიდა შემოთავაზებული საკანონმდებლო
ცვლილების განხორციელებას. შესაბამისად, დაუშვებელია წარმოდგენილი წინადადების
შემოთავაზებული ფორმით მიღება.
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კომიტეტისათვის მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებისა
და თავისუფლებების დაცვა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ამ
უფლებებში ჩარევის საფუძვლების დადგენა, რომელიც აუცილებელია დემოკრატიულ
საზოგადოებაში
უსაფრთხოებისა
და
მართლწესრიგის
დასაცავად,
კომიტეტი
მიზანშეწონილად მიიჩნევს ამ საკითხებზე მსჯელობის გაგრძელებას.
III.
დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 4 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე ზემოაღნიშნული
მსჯელობის გათვალისწინებით ლაშა ჩხარტიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
დანართი
b#ftcDgCq,ob &f,q,5AC6Oob 6qCfxqb
brAr$CgCOoq,C0s
bojltio33qo! Jr16g$956o
N280/50
2019 foqr,, 2 UeklCa0C6o
t {rC,(r,0c(x'rt Jsd,q,r0C60r,t, f,C6q,raC&J.,U 105-9 fubq'(,u AX-a fu6}3ob t rgUdg0(,tC,
b$f,oA0qx'i, &f,q,!A$or,b bqfxr sq696b:
q't$,)q,eilJ lrldlf,Cr,0Cq,ol, Jid,q,q60ol, qofr,(qJq,
0r6obqxrl,
q,$r
&'rjrq'q[
8bid,0r,0.rxpot aocd, $t60q(6c6qr, lrlJr&r6aadq,ct B)6la'r(obr
"*rqr8ffrL 0CUJbC6" lrlCtd,crBoqmb &6('lEAo o3q'(q'ceJboL ACOr6oU orJcDr$C" lrrd$,o,3Cex'lt
3t&'r6ob ltfi'rgf.Jor!6 q'$J!3ry,o, (N1- 1449 /19; {.47.2019) q'r D('r$$C6oq,Cbol, o,x',brtC
$er&'ilr lxdyc,o4Cgrl, Jit(,$AC60r,l, bo"Jfx',t.
U:Cltt o8Cqx'rt $f,E rACEOoU oD0eXAFfr6,C,
hgrO<'rtt \xr0ou oqa{qrrald,g
f ur g--uPly
rdfq, ct;rq,J$ldC