საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ალექსანდრე სელეპანოვის მიერ წარმოდგენილ „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№1-14076/19; 22/07/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-17531/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-17531/19 07-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: ბატონ ალექსანდრე სელეპანოვს მის: თბილისი, გაბრიელ სალოსის გამზირი, სახლი N161, ბინა N41 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ალექსანდრე სელეპანოვის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-14076; 22.07.2019) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 4 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა მოქალაქე ალექსანდრე სელეპანოვის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-14076; 22.07.2019). I. საკანონმდებლო საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი წინადადების ავტორი ითხოვს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას საქართველოს „პატიმრობის კოდექსის“ მე-14 და 1151 მუხლებში, რომლის თანახმად, გაფართოვდება იმ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა ჩამონათვალი, რომელშიც განთავსებულ მსჯავრდებულს მიეცემა უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა. საკანონმდებლო წინადადების ავტორი ასევე ითხოვს რომ შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს მიეცეს აკადემიური უმაღლესი განათლების არა მხოლოდ პირველი საფეხურის - ბაკალავრის, არამედ მაგისტრის და ასევე დოქტორის ხარისხის შესაბამისი უმაღლესი განათლების მიღების უფლება. II. საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით საჯაროდ გამოთქმული მოსაზრება თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე შენიშვნები და მოსაზრებები წარმოდგენილი არ ყოფილა. III. კომიტეტის შეფასება საქართველოს „პატიმრობის კოდექსის“ 113-ე მუხლის თანახმად, აბსოლუტურად ყველა სახის პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია შექმნას პირობები, რათა ბრალდებულმა/ მსჯავრდებულმა მიიღოს ზოგადი და პროფესიული განათლება. პენიტენციური დაწესებულება ასევე ვალდებულია მოაწყოს ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა, ისე ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გასაგებ ენაზე თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა. გარდა ამისა, საქართველოს გათავისუფლებისთვის პატიმრობის მომზადების კოდექსის თავისუფლების 1151 მუხლის აღკვეთის თანახმად, დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, დაბალი რისკის მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით. საკანონმდებლო ცვლილებით შემოთავაზებული რეგულაცია, რომელიც იმ დაწესებულებათა ჩამონათვალის გაფართოებას გულისხმობს, სადაც განთავსებულ მსჯავრდებულს უნდა ქონდეს უმაღლესი განათლების მიღების უფლება, ასევე საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული რეგულაცია, რომელიც მსჯავრდებულის უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის გავლის შესაძლებლობით უზრუნველყოფას ითვალისწინებს - იწვევს ცვლილებებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „კანონი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონი – მთავრობის თანხმობით ან მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში.“. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კანონის პროექტის სახით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში, კომიტეტს ეკისრება ვალდებულება კანონპროექტი პირდაპირ გადასცეს პარლამენტის ბიუროს (იმ სახით, როგორაც არის წარმოდგენილი), კანონის პროექტის სახით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება კი იწვევს ცვლილებებს სახელმწიფო ბიუჯეტში და შესაბამისად მის მისაღებად აუცილებელია საქართველოს მთავრობის თანხმობა საკანონმდებლო წინადადების მხარდაჭერა ვერ მოხდება. კომიტეტმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული სახის გამოწვევები და მიზანშეწონილია ამ მიმართულებით გამოწვევების აღმოსაფხვრელად გაგრძელდეს მუშაობა. დასკვნითი ნაწილი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა მოქალაქე ალექსანდრე სელეპანოვის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-14076; 22.07.2019) და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი