საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-11507/19; 12/06/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-17533/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-17533/19 07-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-11507; 12.06.2019) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 4 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-11507; 12.06.2019) I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება შევიდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შეუთავსებლობის საფუძვლების დადგენის მიზნით, შესაბამისი სასამართლო უფლებამოსილი იქნება წვდომა ჰქონდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზებულ ბაზებზე, კეძოდ ამ ბაზებიდან მოიპოვოს ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა კანდიდატის რეგისტრირებული და საცხოვრებელი მისამართის, ტელეფონის ნომერის, სამუშაო ადგილის, საზღვრის კვეთის, ნასამართლობის და ა.შ. შესახებ. II. საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით საჯაროდ გამოთქმული მოსაზრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე შენიშვნები და მოსაზრებები წარმოდგენილი არ ყოფილა. III. საკანონმდებლო წინადადებასთან კომიტეტის შეფასება დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გარკვეული ტიპის ინფორმაციას, რომელზეც თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge სასამართლოების მიერ წვდომას ითვალისწინებს საკანონმდებლო წინადადება, არ ამუშავებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მაგალითად ინფორმაცია პირის სამუშაო ადგილის შესახებ), ხოლო გარკვეული ინფორმაციის მოსაძიებლად (მაგალითად ინფორმაცის პირის ფაქტობრივი ან საცხოვრებელი მისამართების შესახებ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავადაც სხვა უწყების, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მონაცემებით ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს საკანონმდებლო წინადადებით განსაზღვრულ გარკვეული ტიპის ინფორმაციას, რომელზეც სასამართლოების მიერ წვდომას ითვალისწინებს საკანონმდებლო წინადადება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა განმარტებით, სამინისტრო ელექტრონულად არ ამუშავებს და შესაბამისად არც ელექტრონულ ავტომატიზებულ ბაზებში ინახავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად ავტომატიზებულ ბაზებზე წვდომა, ამ ობიექტური ფაქტორიდან გამომდინარე, ვერ ექნება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილების მიღება აღინიშნა, საკანონმდებლო არ არის მიზანშეწონილი. კომიტეტის სხდომაზე ასევე რომ წინადადებით გათვალისწინებულ ერთ კომპონენტთან დაკავშირებით (კერძოდ საკითხი ეხება შესაბამისი სასამართლოს მიერ ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების მობილური ტელეფონების ნომრების ბაზებზე წვდომის საკითხს) კომიტეტის აპარატში უკვე მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის კანონპროექტზე, რომლის მომზადების პროცესში ყველა შესაბამისი უწყების მოსაზრება იქნება გათვალისწინებული. დასკვნითი ნაწილი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-11507; 12.06.2019) და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი