საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცედურის დაზუსტების საკითხი) (№1-11645/19; 12/06/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-17534/19
07-10-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილს
მისამართი: თბილისი, ჭონქაძის ქუჩა №17
ტელ: 577 76 04 76
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 4 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა
მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-11645/19 |
12.06.2019).
დანართის სახით გიგზავნით კომიტეტის დასკვნას.
დანართი: 3 ფურცელი
პატივისცემით
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-17526/19
07-10-2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N1-11645/19; 12.06.2019)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 4 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა
მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით.
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო
წინადადების
ავტორის
მიერ
„საერთო
სასამართლოების
შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში შემოთავაზებულია შემდეგი სახის ცვლილებები:
1. 341 მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს, რომლის თანახმად „კანდიდატების მოსმენის
დასრულების
შემდეგ,
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
უახლოეს
სხდომამდე საბჭოს წევრები სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის
კანდიდატს აფასებენ ქულებით ამ კანონის 351 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად,
ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატს − ამ კანონის 364 მუხლის მე-8
პუნქტის
შესაბამისად.
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
წევრები
კანდიდატებს აფასებენ აგრეთვე ამ კანონის 351 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად.
კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა ქვეყნდება საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე”.
2. ცვლილება შევიდეს 341 მუხლის მე-13 პუნქტში და მისი მეორე წინადადება ნაცვლად
არსებული რედაქციისა „კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება, თუ მას საბჭოს ღია
სხდომაზე, ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის
არანაკლებ ორი მესამედი“ მიეთითოს შემდეგი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს
საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი“.
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
3. 341 მუხლის მე-14 პუნქტის ბოლო წინადადება ამოღებულ იქნეს, რომლის თანახმად
„თითოეულ პარლამენტის წევრს გადაეცემა აგრეთვე ინფორმაცია ამ მუხლის მე-11
პუნქტის საფუძველზე კანდიდატისთვის მინიჭებული ქულის შესახებ”.
II. კომიტეტის შეფასება
კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადების განხილვისას კომიტეტმა მიიჩნია, რომ
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებული
ცვლილებები
არ
უნდა
იქნეს
მხარდაჭერილი შემდეგ გარემოებათა გამო:
-
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „საქართველოს
კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული
აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება
ორგანული კანონით”.
-
საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად: „მოსამართლე
შეირჩევა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ნიშნით. გადაწყვეტილებას
მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს
სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით. მოსამართლის
თანამდებობაზე განწესებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება
ორგანული კანონით”.
-
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის
პირველი პუნქტის თანახმად: „საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი
კანონია. მას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ.
ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას“.
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილია ცვლილება საქართველოს ორგანულ კანონში
„საერთო სასამართლოების შესახებ“, რომელიც შეეხება იმ საკითხების ახლებურად
მოწესრიგებას, რაც უკვე დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით, კერძოდ:
-
მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციით
ცალსახად არის განსაზღვრული, რომ ისინი შერჩეულები უნდა იყვნენ სწორედ
კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ნიშნით. რაც შეეხება კომპეტენტურობის
ნიშნით კანდიდატის შერჩევას, აღნიშნული დეტალურად არის განსაზღვრული
საქართველოს ორგანული კანონით „საერთო სასამართლოების შესახებ“ და საკითხის
არსებულისგან განსხვავებული მოწესრიგება (კომპეტენტურობის ნიშნით საქართველოს
უზენაესი
სასამართლოების
კანდიდატის
შეფასების
გაუქმება)
ეწინააღმდეგება
საქართველოს კონსტიტუციას.
-
საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე განწესებისათვის საჭირო კვორუმი - სრული
შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობა. შესაბამისად, საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის გზით საკითხის არსებულისგან განსხვავებული
მოწესრიგება (კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრით
მხარს დაუჭერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი) ასევე ეწინააღმდეგება
საქართველოს კონსტიტუციას.
დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 4 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა
მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით და ზემოაღნიშნული
შენიშვნების გათვალისწინებით ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი