საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე ფრუიძის, 2019 წლის 28 სექტემბერს, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ბიშკეკში, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებასთან დაკავშირებთ გამართულ საერთაშორისო სემინარზე ვიზიტის ანგარიში.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294
📜 ტექსტი
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-17497/19
07-10-2019
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს,
ირინა ფრუიძის ანგარიში
საერთაშორისო სემინარი საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება
2019 წლის 28 სექტემბერი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ბიშკეკი
2019 წლის 28 სექტემბერს, დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა
ოფისის (ODIHR) ორგანიზებით, ყირგიზეთში, ბიშკეკში, ჩატარდა საერთაშორისო
სემინარი საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების შესახებ.
შეხვედრის
მიზანი იყო საპარლამენტო ზედამხედველობის
პრაქტიკისა და ინოვაციური მიღწევების გაზიარება.
საერთაშორისო
საერთაშორისო სემინარის მონაწილეებს სესიაზე „ღია პარლამენტის როლი და
საპარლამენტო ღიაობის ინიციატივები საპარლამენტო ზედამხედველობის
გაძლიერებისთვის“ გავუზიარე
საქართველოს პარლამენტის წარმატებული
გამოცდილება ზედამხედველობისა
და საპარლამენტო ღიაობის გაძლიერების
კუთხით.
დაისვა კითხვები ინტერპელაციის, საპარლამენტო ღიაობაში მედიის როლისა და
მოქალაქეთა ჩართულობის ელექტრონული ინსტრუმენტების შესახებ.
კონფერენციაზე აღინიშნა ღიაობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით
საქართველოს პარლამენტის სამაგალითო საქმიანობა.
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
საბჭოს თავმჯდომარე
ირინე ფრუიძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge