საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№07-3/344; 10/05/2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-17592/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294

📜 ტექსტი

წერილი
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 2-17592/19 08-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს კომიტეტში შემოვიდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთბათა კომიტეტის თავმჯდომარის ქალბატონ სოფიო ქაცარავას (2-17440/19; 07.10.2019) წერილი, რომლითაც ავტორი ითხოვს საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძისა და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/344; 10.05.2919) განხილვის გადავადებას ერთი თვით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე გთხოვთ სავალდებულო და წამყვან კომიტეტებს კანონპროექტის განხილვის ვადა გაუგრძელოთ ერთი თვით. დანართი: 1 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-17440/19 07-10-2019 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს საქართველოს კანონის პროექტი: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-3/344;10.05.2019) განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 10 სექტემბრის (N283/9) გადაწყვეტილებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს (სავალდებულო კომიტეტი) მ/წ 14 ოქტომბრამდე დაევალა პარლამენტის წევრის სერგი კაპანაძისა და მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე განხილვა და დასკვნის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის (წამყვანი) კომიტეტისათვის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება კანონპროექტის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ და განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვის ვადით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge