საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№2-12572/19/9; 01/07/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-17538/19
07-10-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N1-12572; 01.07.2019)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 4 ოქტომბრის
სხდომაზე განიხილა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
„არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
კოდექსში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-12572;
01.07.2019).
I.
საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ ცვლილება შევიდეს საქართველოს
არასრულწლოვანთა კოდექსში, რომლითაც განისაზღვრება, რომ არასრულწლოვანთა საქმის
სასამართლოში განხილვის დროს საქმეზე ხორციელდება მონიტორინგი. მონიტორინგის წესს
განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
საკანონმდებლო
წინადადებით
ასევე
შემოთავაზებულია,
რომ
მონიტორინგის
განმახორციელებელი სუბიექტები იყვნენ: საერთაშორისო ორგანიზაციები (თავისი მანდატის
ფარგლებში), არასამთავრობო ორგანიზაციები ან მათი კოალიციები, აგრეთვე სამეცნიეროკვლევითი დაწესებულებები.
II.
საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით საჯაროდ გამოთქმული
მოსაზრება
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად,
საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე
შენიშვნები და მოსაზრებები წარმოდგენილი არ ყოფილა.
III.
კომიტეტის შეფასება
საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 29-ე მუხლი განსაზღვრავს
იმ პირთა წრეს, რომელთაც აქვთ არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვის დროს
პროცესზე დასწრების უფლება. აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლოში საქმის
განხილვას
შემთხვევაში
ესწრება
არასრულწლოვნის
ფსიქოლოგი,
კანონიერი
არასრულწლოვანი
წარმომადგენელი,
მოწმისა
და
საჭიროების
არასრულწლოვანი
დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.
პირადი ცხოვრების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის საქმის დახურულ
სხდომაზე განხილვა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვას ემსახურება.
პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების მიზანია იმ ზიანის თავიდან აცილება, რომელიც
შეიძლება მიადგეს არასრულწლოვანს საქმის გაუმართლებელი საჯაროობით.1
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
ბავშვის
უფლებათა
კომიტეტის
თანახმად,
სახელმწიფოებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ კანონმდებლობაში, რომ როცა მიმდინარეობს
არასრულწლოვნის საქმის განხილვა დანაშაულის ჩადენის გამო, განხილვა უნდა გაიმართოს
დახურულ კარს მიღმა.2 გამონაკლისები ამ წესიდან უნდა იყოს ძალიან შეზღუდული და
მკაფიოდ განსაზღვრული კანონში. ექსპერტებს და სხვა სპეციალისტებს უნდა მიეცეთ
სასამართლო პროცესზე ან განხილვაზე დასწრების საშუალება მხოლოდ სასამართლოს
სპეციალური ნებართვით.3
არასრულწლოვანთა საქმეების განხილვის დროს ხარვეზების გამოვლენისა და იმის
განსასაზღვრავად - რამდენად ეფექტიანად ხორციელდება არასრულწლოვნის საუკეთესო
ინტერესებისა და უფლებების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში, კომიტეტი თვლის, რომ
მიზანშეწონილია პროცესზე განხორციელდეს მონიტორინგი. ამ თვალსაზრისით კომიტეტი
იზიარებს საკანონმდებლო წინადადების სულისკვეთებას. თუმცა აქვე ხაზი უნდა გაესვას
შემდეგ გარემოებას. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, არასრულწლოვნის პროცესზე
დასწრების უფლება უნდა ქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო
ორგანიზაციების კოალიციას.
1 პეკინის წესების მე-8 წესი. იხ., აგრეთვე, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი N10
(2007); პუნქტი 64.
2 ბავშვის უფლებათა კომიტეტი, ზოგადი კომენტარი N10 (2007); პუნქტი 66.
3 იქვე, პუნქტი 65.
კომიტეტი თვლის, რომ ამ პროცესზე დასწრების უფლება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ
არასამთავრობო
ორგანიზაციებს,
რომელთა
საქმიანობის
სფერო
უშუალოდ
არასრულწლოვნის ან ადამიანის უფლებების დაცვას უკავშირდება. მიზანშეწონილია
დადგინდეს კრიტერიუმები ამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით, რომელთა
დაკმაყოფილების შემთხვევაში მიეცემათ ამ ორგანიზაციებს არასრულწლოვნის პროცესზე
დასწრების უფლება.
აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, მართალია მონიტორინგის
წესი
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესმა
საბჭომ
უნდა
განსაზღვროს,
თუმცა
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად,
საბჭო ვერ იქნება უფლებამოსილი აღნიშნული კრიტერიუმები თავის მიერ მიღებული წესით
დაადგინოს, რადგან ორგანული კანონის პროექტი (საბჭოს მიერ შესამუშავებელ წესზე
ზემდგომი ნორმატიული აქტი) არასრულწლოვნის პროცესზე დასწრების შესაძლებლობას,
კრიტერიუმების განსაზღვრის გარეშე, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის
ითვალისწინებს.
კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას პრინციპების დონეზე,
თუმცა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მიზანშეუწონლად მიაჩნია მისი
მხარდაჭერა.
დასკვნითი ნაწილი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი
„არასრულწლოვანთა
საბჭოს
მიერ
მართლმსაჯულების
წარმოდგენილი
კოდექსში
საკანონმდებლო
ცვლილების
შეტანის
წინადადება
თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-12572; 01.07.2019) და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი