საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ (№07-3/381; 01/07/2019) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-17560/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-17560/19 08-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ მიერ წარმოდგენილია დადგენილების პროექტი „საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ (073/381; 01.07.2019). აღნიშნული დადგენილების პროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით დაევალა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. ვინაიდან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ვადაში, დამატებითი კონსულტაციების გამართვის საჭიროებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება საკანონმდებლო წინადადების განხილვა, გთხოვთ, განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge