საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასების, მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენისა და „გავრილოვის სიის“ შედგენის შესახებ“ (№07-3/383; 04/07/2019) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ.
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-17576/19
08-10-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ განსახილველად
წარმოდგენილია დადგენილების პროექტი „2019 წლის 20 ივნისს განვითარებული
მოვლენების შეფასების, მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენისა და „გავრილოვის სიის“
შედგენის შესახებ“ (07-3/383; 04.07.2019).
აღნიშნული დადგენილების პროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გადაწყვეტილებით დაევალა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
ვინაიდან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ვადაში, დამატებითი
კონსულტაციების გამართვის საჭიროებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება დადგენილების
პროექტის განხილვა, გთხოვთ, განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge