„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი:
010190030.06.001.016054) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტში დაწესებულია თავისუფლების საპარლამენტო ორდენი,
პარლამენტის მედალი და სამკერდე ნიშანი „საქართველოს პარლამენტში
უმწიკვლო სამსახურისათვის“.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31.
სამკერდე
სამსახურისათვის“
ნიშნით
„საქართველოს
პარლამენტში
უმწიკვლო
შესაძლოა
დაჯილდოვდეს
პარლამენტის
აპარატის
თანამშრომელი პარლამენტში 25 წლის უმწიკვლო სამსახურისათვის, თუ
განვლილი სამსახურის პერიოდში მისი წახალისებების რაოდენობა აღემატება
დისციპლინური
გადაცდომების
რაოდენობას
და
დაჯილდოების
პერიოდში
მიმართ
მოქმედებს
მის
არ
ამ
სამკერდე
ნიშნით
დისციპლინური
პასუხისმგებლობის ზომა.“;
გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თავისუფლების საპარლამენტო ორდენით პირის დაჯილდოების შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროსთან
შეთანხმებით, ხოლო პარლამენტის მედლით ან სამკერდე ნიშნით „საქართველოს
პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისათვის“ პირის დაჯილდოების შესახებ
გადაწყვეტილებას − პარლამენტის თავმჯდომარე.
5. თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, პარლამენტის მედლითა და
სამკერდე ნიშნით „საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისათვის“
დაჯილდოების წესს და ფულადი ჯილდოს ოდენობას, აგრეთვე თავისუფლების
საპარლამენტო
ორდენის,
პარლამენტის
„საქართველოს
პარლამენტში
უმწიკვლო
მედლისა
და
სამკერდე
სამსახურისათვის“
ბრძანებით ადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.“.
ნიშნის
აღწერილობებს
2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ყ)
ორდენით,
იღებს
გადაწყვეტილებას
პარლამენტის
მედლითა
პირის
და
თავისუფლების
სამკერდე
ნიშნით
საპარლამენტო
„საქართველოს
პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისათვის“ დაჯილდოების შესახებ;“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
საქართველოს
პარლამენტში
დაწესებულია თავისუფლების საპარლამენტო ორდენი და პარლამენტის მედალი.
თავისუფლების საპარლამენტო ორდენი გადაეცემა საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს
მოქალაქეს
პარლამენტარიზმის
განვითარებაში
შეტანილი
განსაკუთრებული
წვლილისათვის, ხოლო პარლამენტის მედლით ჯილდოვდება პარლამენტის აპარატის
თანამშრომელი
პარლამენტის
საქმიანობაში
შეტანილი
განსაკუთრებული
წვლილისათვის. კვალიფიციური და ხანგრძლივად მომუშავე თანამშრომლის
გამოცდილება და პროფესიონალიზმი ხშირად მისაბაძია შედარებით ახალი
თანამშრომლებისათვის, გამოცდილების გაზიარება კი ახალი, კვალიფიციური და
პროფესიონალი კადრების გამოვლენასა და ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამასთანავე, ის
ახალი მეთოდები და იდეები, რომლებიც გამოუცდელი კადრების გაჩენასთან ერთად
გროვდება, სწორედ გამოცდილებით იფილტრება და საბოლოოდ სრულყოფილ და
ჯანსაღ სამუშაო ატმოსფეროს ქმნის. ამის გათვალისწინებით, რეგლამენტის პროექტი
მიზნად ისახავს, რომ მოქმედ კანონმდებლობაში გაჩნდეს პარლამენტის აპარატის
თანამშრომლის დაჯილდოების კიდევ ერთი შესაძლებლობა − სამკერდე ნიშანი
„საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისათვის“. ამ სამკერდე ნიშნით
დაჯილდოვდება თანამშრომელი, რომელიც ხანგრძლივად, წარმატებით და ერთგულად
ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას და დაგროვილი აქვს პარლამენტის
აპარატში მუშაობის სოლიდური (25 წლის) საერთო სტაჟი და გამოცდილება. აღნიშნული
მექანიზმის დანერგვა, რომელიც ითვალისწინებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში
გამოცდილი თანამშრომლების დაჯილდოებით განხორციელდეს მათი წამახალისებელი
ღონისძიება და ამ პირთა მრავალწლიანი შრომა და სანიმუშო და პირნათელი
სამსახურებრივი მოღვაწეობა სათანადოდ იქნეს აღიარებული, ხელს შეუწყობს
კვალიფიციური კადრების პარლამენტის აპარატში დამაგრებას, მათი მოტივაციის
შენარჩუნებასა და ამაღლებას, ამასთანავე, მისი ეფექტი თვალსაჩინო და სამაგალითო
იქნება სხვა თანამშრომლებისათვის.
გამოცდილების
მქონე
კადრისათვის
მისი
მრავალწლიანი
მოღვაწეობა
მნიშვნელოვანი და საამაყოა. შესაბამისად, კანონმდებლობაში დაჯილდოების კიდევ
ერთი შესაძლებლობის გაჩენის მიზანია თანამშრომელთა დამსახურების ხაზგასმა და
მათი კეთილდღეობის ხელშეწყობა, რაც, თავის მხრივ, აამაღლებს როგორც სამკერდე
ნიშნით „საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისათვის“ დაჯილდოებული
პირების, ისე ახალი თანამშრომლების მოტივაციას. გარდა ამისა, ამგვარი ტრადიციისა და
ერთგვარი ინსტიტუციური მეხსიერების დანერგვა პარლამენტის აპარატს სტაბილური
განვითარებისათვის დამატებით სტიმულს მისცემს.
სტაჟის გათვალისწინებით თანამშრომელთა დაჯილდოების პრაქტიკა საქართველოს
საჯარო სამსახურისათვის უცხო არ არის. ამ მხრივ საინტერესოა აღნიშნული
საკითხისადმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომა: კერძოდ, შინაგან
საქმეთა სამინისტროში გამოიყენება დაჯილდოების რამდენიმე ფორმა (სამკერდე ნიშანი
(„უმწიკვლო სამსახურისათვის“ ან „დამსახურებული პოლიციელი“), სამინისტროს
მედალიონი („განსაკუთრებული დამსახურებისათვის“) და მედალი („მამაცობისათვის“)).
პირები ჯილდოვდებიან როგორც კონკრეტული დამსახურებისათვის, ისე ნამსახურები
წლებისათვის ან საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. ამასთანავე, დაჯილდოებული
პირები ახალი დამსახურებისათვის შეიძლება კვლავ დაჯილდოვდნენ იმავე ან სხვა
სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით. საყურადღებოა, რომ სამინისტროს
სამკერდე ნიშნით „უმწიკვლო სამსახურისათვის“ ჯილდოვდებიან სამინისტროს
თანამშრომლები, რომლებიც დადებითად ხასიათდებიან და წარმატებით ასრულებენ
სამსახურებრივ მოვალეობებს. პირი ჯილდოვდება მხოლოდ იმ ხარისხის სამკერდე
ნიშნით „უმწიკვლო სამსახურისათვის“, რომელიც შეესაბამება დაჯილდოების
დღისათვის არსებულ წელთა ნამსახურობას (10 წელი, 15 წელი, 20 წელი). სამინისტროს
სამკერდე ნიშნით „დამსახურებული პოლიციელი“ ჯილდოვდებიან ზღვრულ ასაკს
მიღწეული სამინისტროს თანამშრომლები და ღვაწლმოსილი ყოფილი თანამშრომლები,
რომლებიც
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
განხორციელებისას
საქმის
კეთილსინდისიერი შესრულებით გამოირჩეოდნენ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამკერდე ნიშნით
„ღირსეული სამსახურისათვის“ ჯილდოვდებიან სამსახურის მოსამსახურეები,
რომლებიც დადებითად ხასიათდებიან და წარმატებით ასრულებენ სამსახურებრივ
მოვალეობებს. პირი ჯილდოვდება მხოლოდ იმ ხარისხის სამკერდე ნიშნით „ღირსეული
სამსახურისათვის“, რომელიც შეესაბამება დაჯილდოების დღისათვის არსებულ წელთა
ნამსახურობას (5 წელი, 10 წელი, 15 წელი, 20 წელი).
გარდა ამისა, ამ თვალსაზრისით საინტერესოა უცხო ქვეყნების გამოცდილების
ამსახველი რამდენიმე მაგალითი, კერძოდ, ლატვიის, ნიდერლანდისა და ესტონეთის
მოდელები:
ა) ლატვია − სეიმის პრეზიდიუმის 2002 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით და
შესაბამისი დებულების დამტკიცებით დაწესდა ლატვიის „სეიმის პრეზიდიუმის საპატიო
სიგელი“ (Certificate of Recognition). ამ სიგელით ჯილდოვდებიან პირები პარლამენტის
მიერ დასახული ამოცანების განხორციელებასა და სახელმწიფოს განვითარების საქმეში
გარკვეული მიღწევებისათვის. ასევე შესაძლებელია, „სეიმის პრეზიდიუმის საპატიო
სიგელი“
გადაეცეს
სეიმის
კანცელარიის
სტრუქტურული
ერთეულების
(დეპარტამენტების, საპარლამენტო ჯგუფების, კომიტეტებისა და ცენტრების)
თანამშრომლებს სეიმის წევრთა საქმიანობის ხელშეწყობისა და კეთილსინდისიერი,
ხანგრძლივი მუშაობისათვის. ასეთ შემთხვევაში სიგელს შეიძლება თან დაერთოს
ერთჯერადი ფულადი პრემია ან ფასიანი საჩუქარი (ჯილდოს ოდენობა ან საჩუქრის
ღირებულება მოხელის ერთი თვის ხელფასს არ უნდა აღემატებოდეს);
ბ) ნიდერლანდი − ნიდერლანდის პარლამენტში დაწესებულია სპეციალური ჯილდო
სახელმწიფო მოხელეთათვის. ვერცხლის სამკერდე ნიშნით ჯილდოვდებიან
პარლამენტის თანამშრომლები, რომელთა სამუშაო სტაჟი 25 წელს აღემატება. ეს ნიშანი
არის მინიატურული ასლი იმ ოქროს ეკიპაჟისა, რომლითაც ნიდერლანდის მონარქი
ყოველწლიურად მოდის პარლამენტში ახალი სესიის გასახსნელად;
გ) ესტონეთი − პარლამენტის (რიიგიკოგუ) კანცელარია 1992 წლის 2 ოქტომბერს
შეიქმნა და ამ თარიღის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით დამზადდა სამკერდე
ნიშანი. ეს ნიშანი გადაეცემა კანცელარიის იმ თანამშრომლებს, რომელთა სამუშაო სტაჟი
10 წელს აღემატება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის აპარატის
თანამშრომლებისათვის მსგავსი პრაქტიკის დანერგვა დადებით ეფექტს მოახდენს
აპარატის განვითარებაზე და არსებული, სტაჟიანი თანამშრომლებისათვის ერთ-ერთი
მოტივატორის ფუნქციასაც შეასრულებს;
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა:
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პარლამენტის მუშაობის წესი (მათ შორის,
საპარლამენტო ჯილდოებთან დაკავშირებული საკითხები) პარლამენტის რეგლამენტით
განისაზღვრება, საპარლამენტო ჯილდოს ახალი სახის შემოღებისათვის საჭიროა
შესაბამისი
ცვლილებების
რეგლამენტში
ასახვა. ამის
განსახორციელებლად
აუცილებელია „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება;
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგია პარლამენტის აპარატის
თანამშრომელთა დაჯილდოების უფრო მოქნილი მექანიზმის დანერგვა და კონკრეტული
თანამშრომლებისათვის დაჯილდოების ახალი შესაძლებლობის გაჩენა. ამით მოხდება
აღნიშნულ თანამშრომელთა ნამსახურობის პატივისცემისა და პროფესიონალიზმის
ხაზგასმა, აგრეთვე მათი გამოცდილების აღიარება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს
კვალიფიციური კადრების პარლამენტში თავმოყრის პროცესს;
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის პროექტით საპარლამენტო ჯილდოების სახეებს (საპარლამენტო
ორდენი, პარლამენტის მედალი) ემატება სამკერდე ნიშანი „საქართველოს პარლამენტში
უმწიკვლო სამსახურისათვის“, რომლითაც ჯილდოვდება საქართველოს პარლამენტის
აპარატის თანამშრომელი პარლამენტში 25 წლის უმწიკვლო სამსახურისათვის, თუ
განვლილი სამსახურის პერიოდში მისი წახალისებების რაოდენობა აღემატება
დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას და ამ სამკერდე ნიშნით დაჯილდოების
პერიოდში მის მიმართ არ მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
სამკერდე ნიშნით „საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისათვის“ პირის
დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და ამ სამკერდე ნიშნის აღწერილობას
ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ეს ქვეპუნქტი არ გამოყენება წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიმართ
(პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული არ არის);
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
იქიდან გამომდინარე, რომ რეგლამენტის სრულად ასამოქმედებლად დამატებითი
ღონისძიების განხორციელება ან/და გარკვეული დრო აუცილებელი არ არის, აგრეთვე ამ
ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, აღნიშნული რეგლამენტი
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. რეგლამენტის პროექტი მისთვის უკუძალის
მინიჭებას არ ითვალისწინებს;
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
საქართველოს
პარლამენტის
აპარატში
თანამშრომელთა
წახალისების
თვალსაზრისით,
მიზანშეწონილია
წარმოდგენილი
რეგლამენტის
პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვა, რათა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
დროულად განისაზღვროს საპარლამენტო ჯილდოს ახალი სახე - სამკერდე ნიშანი
„საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისათვის“, განხორციელდეს ამ
ჯილდოს დამზადებასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები, ასევე
ჯილდოსთან დაკავშირებული ფულადი სახსრების მობილიზაცია და ამით გაჩნდეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პარლამენტის აპარატის შესაბამის
თანამშრომელთა დაჯილდოების შესაძლებლობა;
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები
რეგლამენტის ამოქმედების და შემდგომი 3 წლის განმავლობაში დაფინანსდება
საქართველოს პარლამენტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში;
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის
პროექტი
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებულია საპარლამენტო ჯილდოს, კერძოდ
სამკერდე ნიშნის „საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისათვის“ დაწესება.
აღნიშნული სამკერდე ნიშნით დაჯილდოება რეგლამენტის პროექტით ასევე
ითვალისწინებს ფულადი ჯილდოს გაცემასაც, რომლის კონკრეტული ოდენობა
განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. ხარჯების
კონკრეტული ოდენობა დამოკიდებული იქნება აღნიშნული საპარლამენტო ჯილდოთი
დაჯილდოებულ თანამშრომელთა რაოდენობაზე, სამკერდე ნიშნის დამზადების
ხარჯებსა და ფულადი ჯილდოს ოდენობაზე. ამჟამად საქართველოს პარლამენტის
აპარატში არსებობს 35 ასეთი თანამშრომელი, რომელთაგან თითოეულმა პოტენციურად
შესაძლოა მიიღოს საპარლამენტო ჯილდო და მასთან ერთად საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი თანხის ოდენობა; აქვე
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მოქმედი რედაქციით
საქართველოს
პარლამენტის
აპარატის
თანამშრომლებისათვის
დაწესებულია
პარლამენტის მედალი, რომლის ფულადი ჯილდოს ოდენობა ასევე განისაზღვრება
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით და დღეისათვის შეადგენს 1000 ლარს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
რეგლამენტის
პროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
რეგლამენტის პროექტი დადებით გავლენას მოახდენს იმ თანამშრომლებზე და,
შესაბამისად, მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც საქართველოს პარლამენტში 25
წლის განმავლობაში არიან დასაქმებული (ამასთანავე, განვლილი სამსახურის პერიოდში
მათი წახალისებების რაოდენობა აღემატება დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას
და სამკერდე ნიშნით დაჯილდოების პერიოდში მათ მიმართ არ მოქმედებს
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა) და დაჯილდოვდებიან რეგლამენტის
პროექტით გათვალისწინებული საპარლამენტო ჯილდო - სამკერდე ნიშნით
„საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისათვის“, ვინაიდან აღნიშნული
სამკერდე ნიშნით დაჯილდოება რეგლამენტის პროექტით ასევე ითვალისწინებს ფულად
ჯილდოსაც, რომლის კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით;
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის პროექტით არ წესდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი);
გ)
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
ორგანიზაციებში
ორგანიზაციებში
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, −
მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. ამასთანავე, პროექტის მიღება არ უკავშირდება
საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას;
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი აქტი/ხელშეკრულება არ არსებობს;
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის
პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში აღნიშნულ პირებს მონაწილეობა არ მიუღიათ;
დ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/
დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი შეფასება არ არსებობს;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა;
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
რეგლამენტის პროექტის ავტორია: - საქართველოს პარლამენტის წევრები - გიორგი
კახიანი და გურამ მაჭარაშვილი ;
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
რეგლამენტის პროექტის ინიციატორია: - საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.