საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის მოხსენებაზე - ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია
ნომერი
#2-17684/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294

📜 ტექსტი

დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-17684/19 09-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის მოხსენებაზე ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე მოისმინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის მოხსენება ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მოხსენების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე: საზღვაო ტრანსპორტი მომხსენებლის მიერ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა განათლებისა და მათი სერტიფიცირებისა და შრომის პირობების საკითხი. მეზღვაურთა მიმდინარეობს საზღვაო კანონმდებლობის სისტემატიური დაახლოების პროცესი ევროკავშირის სტანდარტებთან, რის ფარგლებშიც არ იკვეთება ევრო დირექტივების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემა. პრიორიტეტულ სფეროდ არის გამოკვეთილი საზღვაო განათლებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაშიც სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან. მნიშვნელოვანია ერთი - ფანჯრის პრინციპის დანერგვა საქართველოს ნავსადგურებში, რაც ხელსშეუწყობს, საპორტო მომსახურებების დიჯიტალიზაცია, სახელმწიფო და კერძო მომსახურებების ციფრულ სივრცეში გაერთიანებასა და ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge სარკინიგზო ტრანსპორტი ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში დასანერგია 5 დირექტივა და 3 რეგულაცია. აღსანიშნავია, რომ შემუშავებულია კანონის პროექტი „მემანქანეთა სერტიფიცირების შესახებ“, რომელიც უახლოეს დროში წარედგინება საქართველოს პარლამენტს განსახილველად. ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე 2022 წელს უნდა განხორციელდეს რკინიგზის რესტრუქტურიზაცია, რომელიც თავის თავში გულისხმობს, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სს „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის გამიჯვნას სატვირთოსა და სამგზავრო ოპერატორებისგან. შესაბამისად, სამგზავრო გადაყვანები, როგორც საჯარო მომსახურების ვალდებულების დაფინანსება სახელმწიფო სახსრებიდან (ბიუჯეტიდან) უნდა განხორციელდეს. შესაბამისი ორგანოების დაარსებას: სარკინიგზო უსაფრთხოების ორგანო, სარკინიგზო ინციდენტების და შემთხვევების მოკვლევის დამოუკიდებელი ბიურო, რკინიგზის მარეგულირებელი ორგანო. საავტომობილო ტრანსპორტი აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტირებულია მნიშვნელოვანი ევრო დირექტივები, რომლებიც ითვალისწინებენ სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ ინსპექტირებასა და სახიფათო ტვირთების გადაადგილებას. ყურადღება აგრეთვე გამახვილდა საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე. მსჯელობისას გამოიკვეთა შემდეგი საკვანძო საკითხები: - ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტის მიღება; ბაქო - თბილისი - ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის მიმდინარეობა; საქართველოს რკინიგზაში განსახორციელებელი რეფორმა. გაიმართა მსჯელობა იმ ბენეფიტებზე, რომელიც მოაქვს ქვეყნისთვის. ევრო დირექტივების იმპლემენტაციას ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია გაეცა შემდეგი სახის რეკომენდაციები: 1. მოხდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცებამდე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთვის წარდგენა. 2. ყურადღება გამახვილდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან ბაქო - თბილისი - ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის მონაწილე მხარეების მიერ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. 3. წარმოდგენილ იქნეს სრულყოფილი არგუმენტაცია სარკინიგზო სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების აუცილებლობასთან დაკავშირებით, შესწავლილი ინფორმაცია ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით და აღნიშნული ღონისძიებების განხორიცელების შედეგად მიღებული ეკონომიკური ზრდის ანალიზი. კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია