საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდესში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-14278/19; 25/07/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-17766/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-17766/19 10-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს კომიტეტმა 2019 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად განიხილა მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენისლი საკანონმდებლო წინადადება “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-14278/19 25.07.19), რომელიც საკომიტეტო განხილვის შედეგად მიჩნეულ იქნა უარყოფილად. კომიტეტი აქტიურად ახორციელებს “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების საპარლამენტო კონტროლს, აღმასრულებელი უწყებებიდან პერმანენტულად იღებს შესაბამის ინფორმაციას კანონის დანერგვის მიმდინარეობის თაობაზე. დღეის მდგომარეომით, ქვეყანაში გვაქვს კანონმდებლობის რეფორმის დანერგვის 96%-იანი მაჩვენებელი, რასაც თან სდევს მოსახლეობის ფართო ფენების, მ.შ. მწეველთა მხრიდან მხარდაჭერის სანიმუშო მაჩვენებელი. ჩვენი მოსახლეობის 86% გამოთქვამს კმაყოფილებას ამ რეფორმის დანერგვის გამო, რაც დასტურდება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების (NDI, IRI) მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად. თამბაქოს კონტროლის სფეროში მსოფლიოში მომუშავე ავტორიტეტულ ორგანიზაციათა მიერ, საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ მიჩნეული ერთ-ერთ ახალი გენერაციის ეფექტურ კანონად, მ.შ. თამბაქოს კვამლისაგან თავისუფალი გარემოს, თამბაქოს პროდუქტების მოხმარების, რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორომის შეზღუდვის მიმართულებით. კომიტეტს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის სამდივნოსთან, რომელთა ექსპერტები ამ ეტაპზე არ იძლევიან რეკომენდაციას შენობებიდან გარკვეული დისტანციის მანძილზე თამბაქოს მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ თამბაქოს კონტროლის ახალი კანონმდებლობის მიღებისას ( 2017 წლის 17 მაისს) და 2018 წელს ამოქმედებულ ვერსიაში იყო ნორმა, რომლის თანახმად, თამბაქოს მოხმარება აკრძალული იყო საგანმანათლებლო (მ.შ. უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები), სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების არა მარტო შენობებში, არამედ ტერიტორიაზეც. კანონის იმპლემენტაციის პროცესში ექსპერტებში გამოიკვეთა მოსაზრება, რომ ამ ნორმას შესაძლოა მიეღო არასავალდებულო ხასიათი, რაც საბოლოოდ კანონის აღსრულების დისკრედიტირებას გამოიწვევდა. ამ მოსაზრების არგუმენტი გახლდათ ის ფაქტი, რომ ამ დაწესებულებათა ტერიტორია საკმაოდ დიდია, შეადგენს რამდენიმე ჰექტარს და ადმინისტრაციის მიერ მისი სრული, ეფექტიანი გაკონტროლება - მიუღწეველი. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge აქედან გამომდინარე, მისი ჯეროვანი აღსრულება იქნებოდა ხარვეზიანი. სწორედ ამიტომ კომიტეტმა საერთაშორისო ექსპერტებთან კონსულტაციით ამ მიმართულებით შეარბილა კანონმდებლობა და დაუშვა სპეციალური მოსაწევი ადგილების არსებობა ამ დაწესებულებათა ტერიტორიაზე, გარკვეული პირობებით. კანონის აღსრულების დღევანდელი, მაღალი მაჩვენებელი არ გვაძლევს საფუძვველს ავჩქარდეთ, დავამძიმოთ კანონმდებლობა მიუღწევადი ნორმებით. ვფიქრობთ, სწორი მიდგომით ქვეყანაში მალე ჩამოყალიბდება სოციალური ქცევა, რაც საბოლოოდ განდევნის იმ მავნე ჩვევას, რაზეც საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიუთითებს. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, საკომიტეტო განხილვის წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებები მიჩნეულ იქნა უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე შედეგად