საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ლევან აქუბარდიას მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-15376/19; 14/08/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-17775/19
10-10-2019
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
მოქალაქე
ლევან
აქუბარდიას
მიერ
წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა
შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
თაობაზე“
საქართველოს
კანონის
პროექტთან
დაკავშირებით (N1-15376/19; 14.08.2019)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
იმნტეგრაციის კომიტეტმა
2019 წლის 08 სექტემბრის სხდომაზე განიხილა მოქალაქე ლევან აქუბარდიას
მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით.
აღნიშნული
საკანონმდებლო
წინადადების
ავტორი
ითხოვს
იძულებით
გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების
განხორციელებას,
რომლის
თანახმად,
სახელმწიფო
აიღებს
ვალდებულებას
უზრუნველყოს თითოეული იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი
სათანადო, ღირსეული გრძელვადიანი საცხოვრებლით 2025 წლამდე.
საკანონმდებლო წინადადების ავტორის ინფორმაციით, 2017 წლის
იანვრის
მდგომარეობით საქართველოსში 88 542 დევნილი ოჯახია. მათგან საცხოვრებლით
უზრუნველყოფილია 35 341 ოჯახი, ხოლო დარჩენილი 53 201 ოჯახი საჭიროებს
გრძელვადიან განსახლებას.
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
არსებული სტატისტიკიდან გამომდინარე, გათვალისწინებით იმისა, რომ 90იანი წლებიდან საცხოვრებელი ფართით წელიწადში 1918 დევნილი ოჯახი
კმაყოფილდება, დევნილთა განსახლების ამ ტემპით გაგრძელების შემთხვევაში,
დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას სულ მცირე 27 წელი
დასჭირდება.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახების
გრძელვადიანი განსახლების ვალდებულება არ უნდა იყოს დროში განუსაზღვრელი
და მიიჩნევს, რომ ეს პროცესი სახელმწიფომ უნდა დაასრულოს 2025 წლამდე, რაც
მოითხოვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,5 მილიარდი ლარის გამოყოფას.
იმსჯელა რა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე, კომიტეტმა
აღნიშნა, რომ ყველა ის წინანადება და ინიციატივა, რომელიც ეხება დევნილთა
უფლებების დაცვას, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, დევნილთა
გრძელვადიანი განსახლების პროცესის დროულად დასრულებას და მათ მუდმივ
საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე მათ განსახლების ადგილზე ინტეგრაციის
ხელშეწყობას, რათქმაუნდა ცალსახად მისასალმებელი და მისაღებია,
თუმცა,
მოცემულ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს
კონსტიტუციის 66-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად,
მიმდინარე
საბიუჯეტო
შემოსავლების
წლის
შემცირებას
სახელმწიფო
ან
კანონი, რომელიც იწვევს
ბიუჯეტის
სახელმწიფოს
მიერ
ხარჯების
ახალი
ზრდას,
ფინანსური
ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ საქართველოს
მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული
კანონი
–
საქართველოს
პარლამენტისთვის
მთავრობის
წარდგენილი
თანხმობით
ქვეყნის
ან
მთავრობის
მიერ
ძირითადი
მონაცემებისა
და
მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში.
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
კომიტეტმა
ყურადღება
გაამახვილა
შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილების მიმართ საქართველოს მთავრობის
მიერ
გამოხატულ
პოზიციაზე:
საქართველოს
მთავრობა
არ
ეთანხმება
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილების
განხორციელებას, რადგან ის არ არის თანხვედრაში სახელმწიფოს მიერ დევნილების
მიმართ აღებული ვალდებულებების გეგმასთან, მათ შორის მთავრობის მიერ
დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019 -2020
წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას“. აგრეთვე,
ვინაიდან
წლიური
ფისკალური
რესურსის
განაწილების
განხორციელება
შესაძლებელია, მხოლოდ წლიური ბიუჯეტის კანონის პროექტის შემუშავების
პროცესში,
არსებული
საშუალოვადიანი
მაკროეკონომიკური
პარამეტრების საპროგნოზო მაჩვენებლების ფარგლებში.
და
ფისკალური
ამდენად, კომიტეტმა აღნიშნა, რომ არ არსებობს განხილული საკანონმდებლო
ინიციატივის განხორციელების სამართლებრივი შესაძლებლობა და უარყოფილად
ცნო მოქალაქე ლევან აქუბარდიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო კილაძე