საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე რევაზ ფახურიძის მიერ წარმოდგენილ (№1-10457/19; 28/05/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-17834/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-17834/19 10-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 29 მაისის N264/7 გადაწყვეტილებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა მოქალაქე რევაზ ფახურიძის საკანონმდებლო წინადადების (N1-10457/19; 28.05.2019) განხილვა. გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს კომიტეტმა სხდომაზე განიხილა მოქალაქე რევაზ ფახურიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პროექტთან დაკავშირებით. კომიტეტმა აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა, რომელიც ეცნობა საკანონმდებლო წინადადების ავტორს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge