საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო გოგუაძის ინფორმაცია დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის ვადის, ჯგუფის მიერ, ერთი თვით გაგრძელების შესახებ.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე
ნომერი
#2-17841/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-17841/19 10-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის ბიურომ 2019 წლის 17 ივნისის სხდომაზე განიხილა და დააკმაყოფილა პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიმართვა, ამავე კომიტეტისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფების გაერთიანების შესახებ. ვინაიდან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მეოთხე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე შექმნილ თემატური მოკვლევის ჯგუფს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8-ე პუნქტით მოცემული 2 თვიანი ვადა 17 ოქტომბერს ეწურება. გაცნობებთ, რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8-ე პუნქტის შესაბამისად თემატური მოკვლევის ჯგუფის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ. პატივისცემით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხების შესასწავლად თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge აღნიშნული